ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: იუმორისტული
8 ოქტომბერი, 2009


იყო ერთი ქალი.ლექსებს წერდა და ურაკზე აწყობდა,

იყო ერთი ქალი.ლექსებს წერდა და ურაკზე აწყობდა,თუ არ მოუწონობდნენ,იღებდა და უჯრაში ინახავდა.ცხოვრობდა ქალი,ნამცხვრებს აცხობდა,აწყობდა თუ არ აწყობდა მაინც აცხობდა.
ქალს ჰქონდა მუზა...მოსწყდა ერთხელ მუზას ღუზა და ჩაყვინთაა...
დაღონდა ქალი.აქეთ ეცა იქით ეცა,იარა იარა იარა,მშრალი ხიდიც კი მოიარა,
წითელი ქუდიც დაიფარა,
ნაცარი მოჩხრიკა,
უბეში ქვები ჩაილაგა,
სავარცხელიც კი გადააგდო
(მერე ახალი იყიდა)
სამი გოჭიც მიიყვანა შინ(შეწვა სამივე)
და სტუმრებს კბილები დააკრეჭინა...
ლუდი დალია,
ღვინოს მიეძალა,
შემოდგომას დააბრალა(გაუხმესო ყვითელი თავი)
ვერ ნახა...
ვერაააა...



ჭირიც იქა,
ქატოც იქა
აღარ შერჩა
იმ ქალს სიქა....


თქვენ ხომ არ შეგხვედრიათ ჩემი მუზა?
აბა კბილები დაკრიჭეთ?!








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები