ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2009


ორი

ნიკოფსიიდან დარუბანდამდის,
დღეს კი უფორმო, რაღაც სხეული,
სიძულვილისგან ფერი გადამდის,
სინანულით კი, გადარეული...

ვცდილობ ვიპოვო გამოსავალი,
არსაიდან ხმა, არსით ძახილი,
მზე ჩაესვენა ამომავალი,
სიმართლე ბრმაა, ბრმაა ხალხივით...

მაინც არ ვკარგავ არაფრით იმედს,
მუდამ ვიბრძოლებ, ჩემსას გავიტან...
"ჯიგრებს" კი თავის სინდისი სჯიდეთ,
მათ, ვინც ჩვენ ხარჯზე აზის ფაეტონს!!!

-----------------------------------------------------------------------

                              ***
ამ ქვეყნად, ერთხელ მოვდივართ მხოლოდ
და მოსვლის ბოლო მუდამ ერთია,
მე მინდა ერთი რაღაცა გთხოვოთ...
იქნებ მომასწროთ მამულს ერთიანს!!!

გიორგი ხერგიანი
2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები