ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2009


უეცარი გაწვიმებისა


ცრემლის  შეაწყდა  მძივი
ახალდაწოლილ  ღამეს...
და  მოწანწკარე  წვიმის
წვრილი  წვეთების  ჩქამით
წამსვე გაუფრთხა  ძილი
წუხილს,
მითვლემილს  წამით...

ისმის  შრიალი  წყნარი
ღრუბლის  დაწეწილ  კაბის...
წურწურით  დასდის  ღვარი
აკოწიწებულ  კრამიტს...
და  ოკრო-ბოკროდ  ლამბავს
ძველ,  მივიწყებულ  ამბავს...
თუმც  სულერთია  ალბათ  -
რა  შეიცვლება  ამით...

1976.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები