ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2009


კუპე - მარტოობა


ვზივარ მარტოობის კუპეში,
- შემდეგი სადგური - ლოდინი!
ხსოვნა ლოგინს იგებს კუთხეში,
მე კი წარსულიდან მოვდივარ.
ყურს ვუგდებ ბორბლების მძიმე როკს,
გზები მომყვებიან - მსტოვრები.
წარსული წამლად რომ მიმეღო,
ვივლიდი ახლა სხვა ცხოვრებით.
კუპის ფანჯრებიდან სახლები
პატრონებისაკენ გარბიან.
და მეგობარივით თანმხლები
მხოლოდ საკუთარი სახლია.
ვიღაცა ჩადის და ამოდის,
და ვიღაც არასდროს ბრუნდება.
მე ყოველ დილა-საღამომდე
თავის გაცილებას ვუნდები.
მინდა დამიძახონ ერთ დილას:
- დღეს თქვენთვის ქარბუქი დაუკრავს!
თუმც, სულ იმ სადგურში შევდივარ,
სადაც წარსული დგას კარს უკან.
მიჰყვება ფიქრები ლიანდაგს,
თითქოსდა კამერით გადამღებ.
კუპეში კარი სულ ღია მაქვს,
ბოლო გაჩერება მადარდებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები