ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2009


* * *

ოდესღაც საქართველოში
რწმენას ვედექით ფარადა.
ფიცვერცხლნაჭამმა ვაჟებმა
ერთხმად დასჭექეს ვარადა.
აღმაშენებლის ქვეყანას
უზენაესი ჰფარავდა.
ვნახეთ დიდგორი, შამქორი,
ტაშისკარი და მარაბდა.
დღეს ერი სევდამ მოიცვა,
ვერ გავექეცით ჩვენ წუხილს.
ვნახეთ კრწანისი, მარტყოფი,
ბასიანი და ერწუხი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები