ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...

რაც გიწერია შენ ვერ აცდები,
მაშ რა საჭირო არის სიცოცხლე?!
ვაი–ვიში და მძიმე განცდები,
დღეს მოკვდები თუ კიდევ იცოცხლებ...

ყველაფერს თავის აქვს დასაწყისი,
დაბადება და გრძნობა სიცივის,
კაცნი ვართ, გულით გეგმებსა ვაწყობთ,
მაღლა კი ღმერთი, ალბათ, იცინის...


გიორგი ხერგიანი
2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები