 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 12 ოქტომბერი, 2009 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
§ § §
....ამის შემდეგ შეშინებული სერგო ნატალის არსად აღარ უშვებდა, და როცა მან პროტესტი გამოთქვა, ადგა და არც მეტი არც ნაკლები საკუჭნაოში ჩაკეტა. გავიდა რამოდენიმე დღე. სერგო სასმელ–სასმელს აწოდებდა ხოლმე, თან ტუქსავდა, ნატალი კი ხმას არ იღებდა , რამაც სერგო ერთხანს ჩააფიქრა. მაგრამ ფიქრი, როგორც ასეთი არ უყვარდა, ამიტომ ხელი ჩაიქნია და დასალევად წავიდა... იჯდა ნატალი საკუჭნაოში მარტო.უკვე ყველა ფიცარი დაითვალა ჭერზე, კარზე, მერე კედლებზე ყველა ლაქა ზეპირად რომ შეისწავლა, დაიღალა და წამოწვა. სიჩუმეში თაგვები წრიპინებდნენ,ზევიდან ყვირილი და ფეხების ბაკუნი ისმოდა,მერე რომ გაიტრუნა და მიაყურა, სიტყვებიც გაარჩია. ––––... ო ჩემო ერთგულო სანჩო, წინ, წინ გავსწიოთ! აბა შეხედეთ რამოდენა ურჩხული დგას და ხელებს იქნევს? წინ, ჩემო მეგობარო! ნატალის ჩაეძინა,ახლა ის მინდორზე იწვა და ცას უყურებდა. ცა მეტისმეტად ლურჯი იყო,ბალახი ძალიან მწვანე, მზე კი... უსაშველოდ ყვითელი და ცხელი. ცაზე ღრუბლები დაცურავდნენ, ნელა, ნაზად,ნატალი ყურადღებით აკვირდებოდა როგორ მიცურავდნენ ღრუბლები დასავლეთისკენ, უყურებდა და ალბათ თავადაც ფრენა სურდა... მერე ჰორიზონტზე უცნაური ღრუბლები გამოჩნდნენ, რომ მოახლოვდნენ ისინი დირიჟაბლებად იქცნენ,სიგარის ფორმის დირიჟაბლებად რომლებსაც ქვემოდან ორი დიდი ბურთი ჰქონდა მიბმული... ნატალია წამოიწია და კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვარიელა: ...დირიჟაბლები თუ ღრუბლები?... ალბათ უფრო დირიჟაბლები იყო, ქალმა უცებ ისინი რაღაცას მიამსგავსა.... აი თურმე რა ყოფილა! ....ის სასტიკი ინსტრუმენტები,მის ცხოვრებაში უხვად რომ იყო,ახლა ცაზე მიცურავდნენ და ძალიან სიმპატიურადაც გამოიყურებოდნენ, ნატალიმ მათდამი ლტოლვაც კი იგრძნო, ის ხომ ქალი იყო! წამოხტა ხელი დაუქნია, როგორც ერთ დროს ბავშვობაში ხელს უქნევდა გადამფრენ ფრინველებს შემოდგომაზე... მერე დანაღვლიანდა.... მათ თავზე გადაუფრინეს და ნელ–ნელა შორდებოდნენ...
–––დაბრუნდით... ჩემო ძვირფასებო... დაბრუნდით... ––უნებლიედ წამოსცდა ნატალის,––––...დაბრუნდიიით! ––– მერე გაიქცა, მოეჩვენა რომ ისინი ძირს ეშვებოდნენ... მირბოდა და ცდილობდა მისწვდომოდა ხელით, პირით... ნუთუ ენატრებოდა?
და მართლაც, დირიჟაბლები რომლებმაც ახლა საკმაოდ ძირს დაიწიეს და აშკარად პენისის მოხაზულობა მიიღეს, შეჩერდნენ, მკვირცხლი მანევრი გააკეთეს , გაიბერნენ და ნატალისკენ წამოვიდნენ.... ნატა ამას უკვე აღარ ელოდა, ხელები ზევით ჰქონდა აწეული, სახე შეწუხებული.... და რატომღაც ოდნავ წვა იგრძნო ძუძუს თავებზე.... ამასობაში, საჰაერო პენისების ესკადრილიამ ნატალი აშკარად მიზანში ამოიღო, მან ხელები დაუშვა და ჩაიმუხლა. ახლა რაღა ხდება? ...პენისები დაიძაგრენ, და ნატალიმ თავზე წვეთები იგრძნო, ზევით ახედვისა ეშინოდა, ახლა უკვე მხრებზე დაეცა რამოდენიმე წვეთი, ხელები გაშალა , შეუშვირა,... რაღაც ნაცნობი ბლანტი თეთრი სითხის წვიმა მოდიოდა, რომელიც ძალიან სწრაფად ძლიერდებოდა, ქალი უკვე თავით–ფეხებამდე სველი იყო, მინდორი დაიტბორა, მერე ფეხზე ადგომაც მოუწია, რადგან მინდორი ტბას დაემსგავსა.... იფიქრა გავცურავო, მაგრამ საით? .....მიცურავდა, პენისები კი ირჯებოდნენ და ირჯებოდნენ ზევიდან, ახლა ისინი ძალიან ბევრი იყვნენ, დიდები, პატარები, გრძელები , მოკლეები .... ბანანივით მოკაკვულები, ყვითლები , თეთრები,... შავებიც კი! ნატალი დაიღალა ცურვით, უკვე ფიქრობდა მორჩა, დავიხრჩობიო, როცა ნავი დაინახა.
....პატარა ნავი სწრაფად მოაპობდა ბლანტ ზედაპირს, მასზე სერგო იჯდა და ნიჩბებს გამეტებით უსმევდა... აი ცოტაც და მიცურდა მასთან. –––მი... შველე....––––– ძლივს ამოთქვა ნატალიმ და ბლომად ჩაეყლაპა სითხე... ნავზე მყოფმა სერგომ გაიცინა, მერე ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, გაშალა და გულდასმით და გამოთქმით წაიკითხა.....
.... სადა ხარ, ტკბილო, ტანზე ვისი ოფლი გაწვიმდა.... კვნესით დაღლილო, შენი სერგო რად დაგავიწყდა? შენს მკერდზე ისევ, ისევ ბრწყინავს ამბორი ჩემი! სადა ხარ, ტკბილო.... საზიზღარო... ღირსი ხარ... ცემის, მხოლოდ ორი რამ თუ გადამრევს, არყოფნა შენი, და შემოდგომის მოლოდინი, როგორც... სასჯელი....
...ნატალი ცალი ხელით ნავს ჩაეჭიდა, მეორე კი მას გაუშვირა. ––––მიშველე!–– სერგომ ქაღალდი მომუჭა და შორს მოისროლა,ნატალი დააკვირდა, თუ როგორ აიღო მან ნიჩაბი და მოუღერა.... ....და ნიჩაბი მის თავზე დაეშვა! ნატალი შექანდა,ნავს ინსტიქტურად ხელი უშვა და ჩაძირვა დაიწყო, ვერაფერს ხედავდა, აღარც ესმოდა და ვეღარც სუნთქავდა... კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა თავში და ნატალი გონს მოვიდა.თვალები ძლივს გაახილა რადგან სახე სულ მოსვრილი ჰქონდა, მოიწმინდა და მის წინ სამი მამაკაცი დაინახა. ისინი შარვლებს იკრავდნენ და იცინოდნენ. :შეუბრალებელია ცხოვრება, გაიფიქრა ნატალიმ... : ტკბილია ცხოვრება... ზოგჯერ..., გაიფიქრეს მამაკაცებმა... ... და თქვენ რას იტყვით მკითხველო? § § § §
........,ტყეში გაიჭრა დარდსა და ჭმუნვას მიცემული ხელმწიფე. ხან ერთ ასწლოვან მუხას მიარტყა თავი და ხან მეორეს, მერე ტბორში ჩაჯდა და ყიყინის ხმებიც კი გამოსცა... ბოლოს გამწარებულმა რაც კი სოკო დაინახა ყველა დაკბიჩა და მიყარ–მოყარა თან ღრიალებდა მაგრამ საშველი არ იყო. ...––ო ნატალიიიი! – ექო ყრუდ პასუხობდა,თმებს იგლეჯდა,შეუჩერებლად განაგრძო სრბოლა,ტოტებს ლაწა–ლუწი აუყენა, მერე ხმალზე გაივლო ხელი, მოიხსნა და შორს მოისროლა... გარბოდა სერგო , გარბოდა და თან გზადაგზა ტანსაცმელსაც იგლეჯდა ტანზე, თან ვერ გაეგო, შეშლილი იყო უკვე თუ მხოლოდ ბოთე, ან იქნებ ორივე ერთად? ირბინა მეფემ ირბინა და ხევს მიადგა,თავი ვეღარ შეიკავა ერთიც დაიღრიალა დაძირს გადაეშვა....
§ § § §
–––– რა სისასტიკეა! ––შუბლი შეიკრა მეფემ. ––––აბა, აბა,–––დაეთანხმა მასხარა, ეჟვნებით შემკული მორგვისებური თავი ძირს დახარა და როცა მეფე მიტრიალდა, მსწრაფლ სტაცა ხელი მის სასმისს, ღვინო მოწრუპა და თან დედოფალ ნატალიას გაუღიმა....
§ § § §
....და იდგა ჟამი, ჟამი დიადი ყოფნა–არყოფნისა მათ სამეფოში. ქალაქს ექვსი თვე უშედეგოდ უტევდნენ მონგოლები, სასმელ– საჭმელი თავდებოდა, გაუსაძლისი სიცხე იდგა, მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ აიტანდა ხალხი რომ არა დიდი უბედურება, განგების მიერ სასჯელად მოვლენილი.... მეფე სერგო პირველს სასირცხო ადგილას დიდი მუწუკი ამოუვიდა. დიდხანს და დაუზოგავად უწამლა ექიმმა მაგრამ ვერა გააწყო რა.მუწუკი დიდდებოდა და დიდდებოდა, მთელი ქალაქი ჩურჩულით ლაპარაკობდა ამაზე, ტაძრებში ღვთისმსახურნი ღმერთებს ევედრებოდნენ მეფის გამოჯანმრთელებას, ხოლო ხალხს აღარც ახსოვდა ქალაქის კედლებს მომდგარი მტერი.
§ § § § .....აუტანელი ტკივილებისგან გათანგულ მეფეს ძლივს ჩაეძინა. ესიზმრა თითქოს თვალუწვდენელ ველზე იდგა მარტოდმარტო. ჰორიზონტზე მონგოლთა ჯარი ბორგავდა და მისკენ მოიჩქაროდა, მაგრამ მეფეს არ ეშინოდა, პირიქით, თავს მშვენივრად გრძნობდა, აი ტკივილები დაამებოდა და ის ახარებდა. მეფემ უკან, ქალაქისკენ მიიხედა, ყველა მეომარი, და არა მარტო, ყველა ვინც ქალაქში იყო, ქალები და ბავშვებიც კი, უკლებლივ , ყველას ქალაქის კედელზე თავი ჩამოედოთ და მეფეს დიდი ინტერესით მისჩერებოდნენ. რომ მოტრიალდა, მონგოლები გამქრალიყვნენ, მის წინ კი სასწაულებრივად მოვლენილი მოხუცი მამა იდგა! –––მამა!?––– შეჰყვირა მეფემ და მუხლებზე დაეშვა, თავი დახარა... –––მე გავიგე შენი გასაჭირი და შენს საშველად გამოვეშურე შვილო, მე ხომ ყოველთვის შენს გვერდზე ვიყავი და ახლაც... –––კი მაგრამ, როგორ, მამა!–––თავი ასწია მეფემ და მამისკენ ორივე ხელი ვედრებით გაიშვირა... –––ნუ მაწყვეტინებ შვილო, დრო არ ითმენს, აიღე ერბო ქოთანში, გაათბე და.... –––მამა! არ დამტოვო, მითხარი კიდევ რამე, მამაააა! ოფლში გახვითქულ მეფეს თვალცრემლიანს გაეღვიძა, გარშემო ბნელოდა. წამოჯდა და დიდხანს მწარედ ფიქრობდა, მერე მონახა ქოთანი და ცეცხლზე შემოდგა. მაგრამ რადგან ზუსტად არ იცოდა რა ექნა, თან დაბნეული იყო და სულ ის სიზმარი ედგა თვალწინ, ქოთანი მეტისმეტად გააცხელა.... მერე არც მოუსინჯავს ისე, შიგ თავის საოხრე ჩაჰყო.... ....საშინელმა ყვირილმა შეძრა ქალაქი. ძაღლები აყეფდნენ, ბავშვებმა გამოიღვიძეს და ატირდნენ, ქალებმა ლოცვა დაიწყეს ხოლო მამაკაცებმა იარაღზე გაივლეს ხელი.... ყვირილის ტალღამ დასავლეთის კარიბჭის გვერდითა კედელი ჩამოანგრია და მონგოლები დაუბრკოლებლად შევიდნენ ქალაქში....
§ § § §
....ნიკიტა მიხაილოვიჩი სახლში გვიან დაბრუნდა თავი სტკიოდა....
(გაგრძელება იქნება!)
მოსკოვი.(2008) სერგეი ნეველი. (რეზო)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მოკლედ, რა ხარ რა! მოკლედ, რა ხარ რა!
5. რთული ნაწარმოებისა - რა გიტხრა, მაგრამ... მძიმედ წასაკითხი ნამდვილად არის! ბრავო!... მომწონს! 5 რთული ნაწარმოებისა - რა გიტხრა, მაგრამ... მძიმედ წასაკითხი ნამდვილად არის! ბრავო!... მომწონს! 5
4. რას ერჩის ეს კაცი ამ ნატალიას ნეტავ? :D ნეველო,სიბრალულმა მძლია და ვეღარ წავიკითხე.
რას ერჩის ეს კაცი ამ ნატალიას ნეტავ? :D ნეველო,სიბრალულმა მძლია და ვეღარ წავიკითხე.
3. ...ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.... გმადლობთ რომ თქვენ ... ჯერ არ ხართ მზად ასეთი რთული ნაწარმოებისთვის! ...ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.... გმადლობთ რომ თქვენ ... ჯერ არ ხართ მზად ასეთი რთული ნაწარმოებისთვის!
2. სალამი რეზო! :) სალამი რეზო! :)
1. მძიმე, მაგრამ ძლიერი მძიმე, მაგრამ ძლიერი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|