ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2009


როლიდან როლამდე...

პარტერი, ფარდა და მაესტრო,
რეკვიზიტს ლაქა და ობი,
უფრაკოდ ღიმილით დაესწრო,
ნაცნობ ფარსს, ნაცნობი სნობი.
და ასე როლიდან, როლამდე,
იცვლება დრამა და გმირი,
შენს თავთან წაგებულ ომამდეც
ფრთებმოცლილ ჩიტივით ტირი.
ცხელ ცრემლებს სხეულში ჩაიტან,
სტატისტის დუმილს რომ ჰგავდა,
ყველაფერს ადვილად აიტან,
ჩამოხსნილ ნიღაბის გარდა...
***
ვიწვი ამ ლექსით, რომელსაც წუხელ
წამოვაყოლე ვნებებად ლავა,
ნასიზმრალ ფიქრსაც ვერავის ვუმხელ,
უძეკაცეო ტრამალზე ვდგავარ.

ვერ გავთქვამ სურვილს ფერმცხრალ მთვარესთან,
თუმც ჟინი წადილს აოთხებს თბილა,
დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან,
რომ დაიბადოს სამოთხე დილა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები