ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2009


ბობოლაანთ ყაზახებს...(ზოგადად)

დღეს დაგულაობ, პატარა,
შენი მამიკოს ფულებით,
ძალიან ბევრსაც დაჩაგრავ,
მალე კი დაითრგუნები...

ჯერ არ გიგრძვნია დარდი და
კარგად მისმინე ძამიკო,
ქვეყანა ცვალებადია,
ხვალ შეიძლება არც იყო...

გიყვარდეს ზომიერება,
მალე მოთოკე, რომ გიქრის,
მოუხმე გონიერებას,
აღარ გექნება დრო ფიქრის...


გიორგი ხერგიანი
2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები