ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2009


ბოლო დაღამებისა

 

როცა  სულ-ხორცის  სხვაგვარ  შერყევით
შეგაბარბაცებს  მიწის  ტრიალი...
როცა  ნერვების  მძაფრი  შერხევა
ერთად  აგიწვავს  ყველა  ნატყვიარს...

როცა  ვაგლახად  ჯანგატეხილი
ვერვის  იგულვებ  შემწედ,  გარდა  ღვთის...
როცა  შენივე  ეჭვი  -  მკრეხელი... -
საეჭვოდ  გიქცევს  ბრძოლებს  გარდახდილს...

როცა  გაჰყვება  ბოლო  ქადილიც
ქარს  და  ღრუბელიც  თვალებს  გადივლის...

როცა  გულგრილად  კარებს  ჩარაზავს
ბოლო  დღეც  -  ბოლო  სხივის  ჩამქრობი,
შენც  გულშივ  ჩაკლავ  ბოლო  ვარამსაც  -
სამარის  პირზეც  მიუსაფრობის...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები