ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2009


***/ა.ნ__ს/

როცა ქალაქის ყაყანი დამღლის,
ნერვებაწეწილს მივლის სიბრაზე,
მე თქვენი სახლის რიდესთან ვდგავარ,
კარს მორიდებით მიღებს სინაზე.

დუმილით ზოგჯერ უფრო მეტს ვყვებით,
ვიდრე ხმაურით ან ლაპარაკით,
და მონადირის ფხიზელი თვალით
ჩასაფრებული გვიცქერს ქალაქი...
***
დაიმარტოვეს ღამე ღრუბლებმა
და გზა თოკივით გაჰკიდეს ხევზე,
მე კი არაფრით მქონდა უფლება,
მეფიქრა, მაგრამ ვფიქრობდი შენზე.

შენ კი თმებს ისევ გიწვალებს ქარი
და მიხვალ გზაზე ჩუმი და ფრთხილი,
გელის ოჯახში ერთგული ქმარი
და ბაღთან ბავშვის ტიტინი ტკბილი...
***
ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი
და მომაგნებდი თოვაში გვიან.
დგას დეკემბერი თეთრი ქარებით
და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.

და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს
ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი
და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს
ატყვია შენი თითების კვალი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები