ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2009


ქალია

ქალია-
მაღალი ფეხები,
კისრიდან ეწყება
მთავრდება-
სადღაც...
ქალია,
თვალები?
თვალები უღიმის
ნაზად და საღად!
ქალია-
წელწვრილი,
წვივწვრილი
თითწვრილი
თავისას ითხოვს
-ეკუთვნის ნაღდად!
ქალია?
ყელგრძელი,
თმაგრძელი,
სულგრძელი,
აცვია-
იაფად,
ლამაზად,
ნაზად,
ვფიქრობ ალალია
მისთვის ყვავილები
გზებზე ფიანდაზად!
ქალია--
პატარა ძუძუ აქვს კვირტივით
სუფთა რძით სავსე
ნებით არ დაიშრობს
-შენ თუ არ დააშრე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები