ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
16 ოქტომბერი, 2009


მამუკას ხაფანგი



მოუსვენარმა მამუკამ
საქმე ჰქნა საკვირველი:
ტყეში ხაფანგი დააგო,
სურს,დაიჭიროს მგელი,
რა იცის,ორი დღის მერე
რა სასწაული ელის_
მეზობლის გოჭი გაება,
თანაც ყველაზე ჭრელი,
დიდი წვალებით აუშვა,
გადაიკაწრა ხელი.
მერე საკუთარ თავს უთხრა:
_შტერი ყოფილხარ,შტერი,
სადმე,შორს უნდა დაგეგო,
იქ ნადირია ბევრი,
აქ,სოფლის  მიდამოებში,
როგორ მობედავს მგელი?!


მხიარული დათვები
-----------------

დათვი ლოდზე ჩამომჯდარა,
გარმონს უკრავს,მღერის,
მღერის ტკბილად,
მის სიმღერას
ისმენს მთა და ველი
და დათვის წინ, თაფლისფერი,
ცეკვავს დათვის ბელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები