ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2008


ფარდის აქეთ და იქით

დღეს დიდუბეში აფეთქება მოხდა.ვაგონები აფეთქებულა და ირგვლივ  სახლებს ხვდებოდა მისი ნაწილები. რაო?რა ყოფილაო? ამბობენ ტყვიაწამალი გადაჰქონდათო და დაუდგენელი მიზეზების გამო მომხდარა ეს ინცინდენტიო.
ასე იყო თუ ისე ხალხი შოკში ჩავარდნილა.



___ გამოდით ფანჯრებიდან!__ასე ჩხუბით მოაცილა ფანჯრის რაფას ბავშვები და მერე ფარდითაც კარგად დაგმანა. გარეთ სროლის ხმა იყო , ძაგლებმაც დაიწყეს ღრენა და ვიღაც ამ დროს პურის გაუთავებელ რიგში იდგა. “ტალონები” ცვიოდა თუმცა არა ხელიდან, ანდა იმას ხელს ვინ გაუშვებდა.რიგში თვითოეულმა იცოდა ,რომ განწირულნი იყვნენ. იქვე ვიგაც ყვებოდა:

___ გუშინ საცოდავი, უბრალოდ ფანტანთან  წყლის დასალევად მივიდა და სნაიპერმა ესროლა...

                                        ***
___გამოდით მეთქი__და ისევ გამოჰყავდა პარატები უფანჯრო ოთახში.

მერე იყო ჩაის სმა, მურაბის ნარჩენი წვენისგან, ცოტაოდენი ვანილისა  და ფქვილისგან მომზადებულ ნამცხვართან ერთად. ისევ ყვებოდნენ მსგავს ისტორიებს და ასე გადიოდა 90-იანი წლები მე-20 საუკუნისა.რაო?შაქარი ჰქონდა თუ არა ნამცხვარს? რა სისულელეა , ან ამის კითხვის არ შეგრცხვათ? \"ს ი გ უ ა\" ასე უწოდებდნენ 90-ანურ ტკბილ დელეკატესს.


21-ე საუკუნეაო გაჰკივიან. მერე რა? ის ბავშვებიც გაზრდილები არიან, მაგრამ რომელიმე მათგანს აუცილებლად შეეშინდება ფანჯარასთან მისვლის, ვაი თუ რამე დამემართოსო აი ამ ფიქრით მიეპარება რაფას, მერე წელშიც გასწორდება და მტრისას თუ სადმე მანქანის ტორმუზის ხმას ან მსგავს უსიამოვნო ხმოვანებას მოჰკრა ყური.

                                                          ***
“ასეთი იყო 90-ანი წლები” დღეს ბევრისგან გამიგონია და დღემდე ყვებიან ჩაის მირთმევის დროს წარსულს...ყვებიან ან მიჰყვებიან და ასე იხსენებენ ტყვიების სეტყვას,პურების რიგებსა და დიდუბის აფეთქებას.


                თურმე დიდუბეში აფეთქება მომხდარა.
   
            დედამ ბავშვები სასწრაფოდ მოაცილა ფანჯარას. მეზობელს ჩაის ჭიქაში ტყვია ჩაუვარდა, ფანჯარაც ჩაუმსხვრია. ვიღაცამ ვერ მოასწრო გააზრება და საკუთარ სახლში, ასევე საკუთარ სავარძელში გაათავა სიცოცხლე...


                                ბოლოს:
    ფარდის აქეთ ჩაის მიირთმევდნენ, იქით კი ტყვიით გახვრეტილ ტალონებზე ტაციაობდნენ...თუმცა ხშირად ფარდის შიგნით ხვდებოდა, ავეჯს ამოფარებულნი ელოდნენ...შიში ,შიში დღესაა თუა სიცოცხლე კი ტკბილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები