ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


ოთახის გოგო

გიყურებ, როგორ ზანტად ებრძვი საკუთარ სხეულს-
შენს ოთახში კი გატეხილი თოჯინების ჩუმი მარშია.
შენნაირებთან ღალატობენ იმათ, ვინც უყვართ,
ყველა ცოდვილის ჭუჭყი და სევდა შენში მარხია.
გიყურებ, როგორ -ფილტვებიდან სევდას იშორებ,
თანმიმდევრობით თითებიდან გწყდება წვეთები
თვალები ბავშვის კვალობაზე ზდმეტად დიდი
არყის ჭიქაში ჩაცვენილი ორი ჩიტია...
სიფრთხილით ითვლი დარჩენილი არ ცხოვრების
რამდენ დღეს გაძლებ, წითელი ფერი-
შეუმჩნევლად ივსება შენით....
გიყურებ როგორ იმალები გაჩენილ ხვრელში-
ვინც უყვართ იმათ და შენნაირ არსებებს შორის
შენს ოთახში კი თოჯინების ჩუმი მარშია-
გიყურებ მხოლოდ...და ნელ-ნელა საერთოდ ქრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები