ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2009


აპათია

უალტო რიტმების თქეშია თავბრუ_რეტი
და საკან ფიქრები გვემა და აპათია,
არავინ ცოტა და არავინ უფრო მეტი,
სიბრძნე და სიშლეგე აღარ მაპატია.

კახპას და ქალწულსაც ერთად გამოფენენ,
/ტონია მაჟორის, ფარსია პოდიუმი/,
თრეში ეკრანზე და თრეში ნაცნობ ფონებს,
ტანში ცრემლია და სიგიჟის ოპიუმი.

სულში ჩაბჯენილი გილზივით ლახვარი,
ფერმკრთალა იასაც ნეტა რა საავთვალო?..
ხარხარებს ჩემ თვალწინ  ვიღაცა ახვარი,
ნამცეცა სხივიც რომ თვისად მიითვალოს.

ვალაგებ აბგაში ტკივილებს... ეს სამყარო
ფურცლები...ფურცლები... უმელნოდ  შეშლილები,
ვწერ...სტრიქონ-ელდებმა ლამის მასაპყარონ,
ხვალ ისევ უძილო ღამეს ვეშვილები...
 






















                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები