ვიღაცას ფარდები გაუწევია, მზის შუქი შემოდის...ხომ იციან, რომ ვერ იტანს მზეს, ხომ იციან! კედლისკენ შეაბრუნა სახე, ასე ბევრად უკეთესია. ისევ ვერ გრძნობს ფეხის თითებს, ვერც მუხლებს...სადღაც მათ შორის კი წვივები ესუსხება, თითქოს ნემსებზე დაწვა, მაგრამ იცის, რომ ასე არ არის, ნეტავ იყოს.... აღარ გაიღვიძებს სანამ არ დაღამდება. გადაწყდა. ისევ გამოჩნდა წარსული, თავიდან ქაოსია, მერე კონტურები იკვეთება, ბოლოს ხელითაც შეუძლია შეეხოს. ეხება. წარსული კი არა ქოთანი ყოფილა, შიგ ხელს ყოფს, გამხმარ მცენარეს ფესვებში ებღაუჭება, (ფრჩხილებს ქვეშ მიწის სუნი დარჩება) და იღებს ქოთნიდან. ფიქრი , რომ შესძლებოდა, მიხვდებოდა, რომ თავის თავი ამოათრია წარსულიდან, ინვალიდი ფეხები მიწას სამუდამოსდ მოწყვიტა. მაგრამ მას ფიქრი არ შეეძლო, მით უმეტეს ფანჯრებიდან თუ მზის შუქი შემოდიოდა. ყველაფერი იმის ბრალია, რომ მზე ასე ახლოდან ნახა, ამის შემდეგ ეშინია...მზე თვითონ მივიდა მასთან და სისხლიანი მკლავები შემოხვია, ფეხებით დაკიდა, ფეხის გულებზე მისი ცხელი კოცნის კვალი ახლაც ეტყობა. უსამართლოდ მოექცა მზე.
ძალიან, ძალიან ძველი მოგონებაა. ბავშვი ქუჩაზე გადადის, პატარა და ამიტომ, ჯერ კიდევ ლამაზი. ამ ბავშვს მანქანა არ გაიტანს, არც მეხი დაეცემა. ქუჩის მეორე მხარეს გადავა და ვიტრინებში გამოფენილ საშობაო სათამაშოებს დაუწყებს თვალიერებას, ისე, ძალიან ცხელა, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს შობაა, იქით გადასულები უკან არ ბრუნდებიან, მოძრაობა ცალმხრივია...არა, მოძრაობა საერთოდ არ არის. ძალიან ძველი მოგონებაა, როგორ გაეკიდა ამ ბავშვს და როგორ გაიტანა მზემ შუა გზაზე. მერე უმტკიცებდნენ, მანქანა იყოვო, მაგრამ ამან ხო იცოდა, რომ არა....
ყურებში წუილი რომ შეწყდება, შეიძლება მოუსმინოს კიდევაც ადამიანებს, რომლებიც შემოდიან ოთახში და შემოაქვთ მეტროს ხმაური, დაჟანგული საქანელების ჭრიალი, საჭმლის ყლაპვის, გაღიმების, მოწყენის, სიცარიელის ხმები. მისი ფეხები ძალიან გვანან მკვდარ ჩიტებს. თვითონ ის კი საერთოდ აღარ არსებობს. ნაწილ-ნაწილ არის გაკრული სივრცეში ის ქოთანს იფარებს თავზე. თავი ჯერ კიდევ მის ხელშია. ჩაეტია. მიწაში სიჩუმეა, იქ დარჩება. გზის მეორე მხარეს არემონტებენ. იქ მიტინგები გაიმართება სინამდვილის წინააღმდეგ, პატარა და ლამაზი ბავშვები, საშობაო სათამაშოებით დახოცავენ ერთმანეთს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგად წერ, მომწონხარ :-* კარგად წერ, მომწონხარ :-*
4. რავიცი... არ ვარ საერთოდ რავიცი... არ ვარ საერთოდ
3. მანქანა იყოვო, " ვ"ამოიღე! მანქანა იყოვო, " ვ"ამოიღე!
1. :D chieemi magari kaci xar shen dzma! :* :D :D chieemi magari kaci xar shen dzma! :* :D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|