ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2009


ახლა ასეთი ვარ...

ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,
რავქნა, შემოდგომა ბორგავს ხასიათში,
ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული,
ქარი ამ ბოლო დროს მეტად იშვიათი...

მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები,
ხეებს განწყობებად სცვივათ ფოთლები და
ვფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები,
მხოლოდ პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდან

ისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით,
მერე ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად,
სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი,
ვიტყვი, ბედისწერა არის მეთქი ქლესა.

თავსაც დავაჯერებ, ჩემში ამინდები,
შენთვის ამინდობენ, მთვარედალეული
სანამ ამ გრძნობებზე დიდი გავიზრდები,
უფრო ასეთი ვარ, თავგზაარეული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს