ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2009


რა უფრო ახლოა...

მუღამი მაგარია,
კაცი თუ ჩაავლებ,
ლექსი და ქალი,
ქალი და ლექსი,
ავანგარდისტულად
წარსულს თვალს მოავლებ,
მოგწყინდა რითმა და
მარტივი სექსი.
და უკვე არც იცი,
რა უფრო ახლოა,
მეძავთა სახლი თუ
სიონის თაღი,
ცისფერი პაჟებით,
ლესბოსელ "ნაშებით",
კრუსუნებს გზის პირას
ნაცნობი ბაღი.
ცხოვრება რაც არის,
ჰო...იქნებ არც არის,
ვინ არჩევს ბატონო,
ლაჩარი? გმირი?
მორალით დაღლილი...
ცოდვებით დაცლილი...
საყდრის ცივ, ჩამოშლილ
ლოდებთან ტირი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები