ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2009


ფანტაზიორი

  როცა დიდი წარმოსახვის პატრონი ხარ,
  როცა ყველა როლი შენია დრამაში,
  სწორედ ამიტომ არ მგონია,
  რეალში შეგეძლოს თამაში...
  როცა გიმუშავებს კარგად ფანტაზია,
  როცა მოგონილ კაცს არა ჰყავს ბადალი,
  მოდი, დაგიდებ ერთ "მაზიანს",
  ყოფაში ვერა ხარ მაგარი...
  როცა სულში თოში "ვითომში" გაგივლის,
  როცა ყველაფერი გამხდარა "სულერთი",
  მგონი, სხვა ცხოვრობს შენს მაგივრად
  ნერწყვგადაუმცდარ სასულეთი... 
              12.10.09

   
      ელავდა ელამად

  ელავდა ელამად, მინდოდა მელამბა
  ღამე თვალწასული ელვისგან.
  მელანიც ჰქონია ჩემს მელანქოლიას,
  მომესმა სტრიქონთა ფეხის ხმა.
  სციოდა შიშველ ცას, ვერაფრით ვუშველე,
  მხოლოდ თავს ვუშვერდი ქარ-წვიმას.
  და როგორც ქვისმთლელი, დარდს ვშლიდი უშველებს
  ათას უმარტივეს ნაწილად...
  ელავდა ელამად, ცა ელდამ შელანძა,
  ცას ჰქონდა ნაკაწრი სხეული.
  ამინდის სინქრონი - უტეხი სტრიქონი
  ღამეს მითენებდა რვეულში...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები