ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
23 ოქტომბერი, 2009


ვიხმე

დღეს ყველა მეგობარი ერთად მომენატრა,ჰოდა პირველის და უსაყვარლესის ნომერი ავკიფე,ტრაგიკული :ალოს" მერე,-რა ხმა გაქვსო მკითხა.
მჭირდები მეთქი და-მოვალო.
მეორემ-პანაშვიდზე მივდივარო და ეგრევე ამოვალ მერეო,შენ თუ გინდა ხვალ წავალო და ახლავე მოვალო..."ოკ" მეთქი ვუთხარი.
მესამემ:სიცხე აქვსო კოკისო,(შვილზე)მაგრამ ათი წუთით მოვახერხებო...
მეოთხემ:კედლებს ვღებავო,"კრასკიანი" მაქვსო თმაო,"ბენდენას" გავიკრავ და მოვალო მალეო...
მეხუთემ:აღწერა მაქვსო,საგადასახადო მყავსო,ტელეფონში ვერ გეტყვიო და ასეთები,ძალიან შევეცდები მოვიდეო...
მეექვსემ-მოვდივარო ახლავეო,(მას ყველაზე დიდი პრობლემები აქვს)ჩემი დაა და პირველიც მოვიდა...
მე:ატმის ტორტი და ცივი შამპანური მაქვს,ჩემს პოეტურ ოთახში იატაკზე ვზივარ და ვინ მოვა ვუცდი.
პირველი ჩემი და მოვიდა,ნამძინარევი,ფერდაკარგული და ძალიანცუდადმყოფი,კარი რომ გავაღე მეც მომენატრეო მითხრა და ჩამეხუტა...
მეორე ის მოვიდა პირველს და საუკეთესოს რომ დავურეკე,ფეხით დააბრახუნა კარებზე და ვიცანი,ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა,ერთში" LM"-ის ბლოკის კოლოფში ჩალაგებული ნამცხვრები ეჭირა,მეორეში ჩანთა,მობილური და მანქანის გასაღები,არაფერი უკითხავს,ისედაც იცოდა რატომ დავურაეკე...
მეორე "საპანაშვიდო" ფორმაში გამოცხადდა,პირველად ვნახე კაბაში და სიცილი ამიტყდა,არც მას უკითხავს არაფერი,თავში წამომარტყვა და დაუპატიჟებლად გაემართა ჩემი ოთახისაკენ...
მიხვდა ისიც...
მესამემ გოგოები გადაკოცნა,რა დროს მაიმუნობაა,ხომ გითხარი ბავშვს სიცხე აქვსო და გავარდა სახლში...
მერე "კრასკიანი"მოვარდა "ბენდენაწაკრული"(საშინლად არ უხდებოდა)ჩემი მშვიდი სიფათის დანახვის შემდეგ-"შეჩემა" რა გული გამიხეთქეო,რამე დამალევინე ძალიან დაღლილი ვარო და ისიც ჩემი ოთახისკენ გაქანდა...
მეხუთე არ გამოუშვეს სამსახურიდან და მეოთხედ რომ დარეკა,ვუთხარი,რომ არც არაფერი მჭირდა და უბრალოდ მომენატრა...
-თავს გაგიტეხავ რომ გნახავო,მითხრა..

და ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით?
საქმე იმაშია,რომ "ვიხმე და მოვიდნენ"
და ერთ გმირსაც არ უკითხავს რაში მჭირდებოდნენ ისინი...

ჩვენი დევიზია "მიხმე"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები