ნაწარმოებები



ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2009


* * *

იქნებ კონტრალტო და ნერვის დახლა,
იქნებ უალტოს ჰადესს  სულზე ცივს,
სოლბგერა მოწყდა ჩაეშვა დაბლა
და სარკმლის მიღმა აწვიმს კლავესინს.

მემრუშთა სახლი თუ ეკლესია,
გზა ცით აწევის, თუ გზა საშიში,
ვუსმენ ტომ იორკს და დეპრესია,
მითენთავს სხეულს როგორც ჰაშიში...

* * *
ზეცის ზენა წამიც _ არა,
თავქვე მიწა ირთხმება,
წაგესივნენ წარამარა,
მოძიძგილე ვირთხებმა.
შენი ლექსი სარდაფშია,
კარში არ გაიშვება,
გრანელივით ზეცა გშია,
მზესთან გინდა მიშვება.
დახრილია, შუბიც, ფარიც,
თალხი ფარდა ეშვება,
ეჰ,სამშობლოვ რაღა მაინც,
პოეტებთან გეშლება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები