ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2009


წარმოდგენა იწყება VII ნაწილი

VII ნაწილი


ოცდაათი ლარი მაქვს...
მთავარია, ვერავინ შემნიშნა...
ოციც მინდა რა... სად შევიდე, სლოტ-კლუბში თუ  ტოტალიზატორში...
არადა, ზუსტად ორმოცდაათი  იყო, რაც მჭირდება... არ გამოდიოდა, ეგრევე ისქესებდა...
კარგია, რო პატარა როლი მაქვს... თან დასაწყისში...
თან რა ადვილი ფრაზა მაქვს პირველი... თეატრის დირექტორი ვარ ბოლოს და ბოლოს, გვარი ტეხავს ცოტა, კუტუბიძე... ნუ, არა უშავს... ზატო, დირექტორი ვარ, ამ ვითომდა მსახიობებს კი ქორწილში უნდათ წასვლა - იმედი აქვთ, რომ  რადგან  ქორწილია, თეატრში არავინ მოვა. მე კი გაბრაზებული ვამბობ:  იმენნა ფეხი არ გამოდგათ არცერთმა, თუ ერთი მაყურებელი მაინც მოვა სპექტაკლზე-მეთქი რა... ფრაზა კი ასე იწყება: `არაფერი არ ვიცი მე...~
თუ დაიწყებენ Fფული დაიკარგაო, ზუსტად ასე ვიტყვი: `არაფერი არ ვიცი მე...~
როდის ნახავს, რომ ფული აკლია... მთავარია, არავის შევუნიშნივარ...
კარგია, რომ მთლიანად არ ამოვაცალე... სახლში მისვლამდე ვერ მიხვდება... მთლად მაგარი იქნება თუ სახლშიც არ შეამოწმებს, ფული აქვს თუ არა... ორი-სამი DDდღის მერე თუ მიხვდა და... ვაფშე გაასწორებს... მერე საიდან მიხვდება, სად დაკარგა? ნათიას ჩანთაა, ფურცელი და პასტა რომ ამოიღო, ჩანთა ღია დატოვა... მაშინ დავუნახე საფულე... თითქოს, მეძახდა, - გამხსენიო (საფულე)... გახსენი კარგია, როცა დარბაზში ამდენი  ხალხია.. როლებზე ჯერ მაგიდასთან ვმუშაობდით... მერე ბაცომ, -აბა, ახლა სცენაზე გავაკეთოთ ეს ყველაფერიო... ჩემი რეპლიკის მერე დარბაზში ჩამოვედი (როლშია ასე, მე ქორწილში მივდივარ ვითომ და მსახიობებს ვტოვებ), მერე ცოტა ხანი წინა სკამებთან ვიდექი... მერე ჩანთებთან ჩავიარე... ავიღე (საფულე)... დარბაზის ბოლოში  გავიყვანე (საფულე), ცოტა ხანს ვიჯექი, ვითომცდა იქიდან ვუყურებდი რეპეტიციას... ხოდა, იქ გავხსენი.... მერე ისევ უკან ჩავიარე და დაშოშმინებულ-ამჩატებული უკან ჩავდე (საფულე)....
ფეხებზე მკიდია, ვითომ რატო უნდა ქონდეს ნათიას ორმოცდაათი ლარი, მე კი არც ერთი თეთრი? ახლა მე მაქვს ოცდაათი ლარი, იმას - ოცი... ვითომ დაკარგა, რა... აბა, მე რა ვიცი,  სად დაკარგა?  და მე რატო უნდა დამბრალდეს?  ფრაზაც ხო ასეთი მაქვს: `არაფერი არ ვიცი მე...~
როგორ მჭირდება ის ოციც... მომენატრა...  ვაა, მაინც სად მნახა...
არადა, სიმართლე რომ გაიგონ, დამერხა... როგორ უნდა გაიგონ? აბა დამიმტკიცონ,  კიდე კარგი ვიდეოკამერები არ აყენია დარბაზში...  გაატრაკეს ამ ვიდეოკამერებით...
თუ ვინმეს დაბრალდება და ბარამს დაბრალდება,  ნაციხარია...
საიდან მოეთრა ეს ჩემისა... ნინი  მოწონს...  ნინი ყველას მოწონს... ნინიც თვალებს უჟუჟუნებს... ეს ჩემისთვრამეტიანი  თითქოს არ იმჩნევს, მაგრამ ეტყობა, რომ მოწონს... ერთმანეთს რო უყურებენ, სხვანაირად უყურებენ... მე რომ ვთხოვე გაგაცილებ-მეთქი (ნინის), თავი მოიკლა, -რად მინდაო, რომელი დეპუტატი ვარ, რომ გამაცილოო? - კულტურულად მითხრა ვითომ უარი... აბა, ერთი ბარამმა თხოვოს...
ვაფშე ხო არ დავუპადიეზდო ამ ბარამს... მერე რა, რომ ვიღაც ძმაკაცები აკითხავენ... იასნია, საძმო ყავს... მკიდია რა... ასე პოდლურად მოტეხვაც ტეხავს... პროსტო, იმ წუთში, ფულს რომ ვიღებდი, ნაღდად არ მიფიქრია ამაზე... იასნია, სხვის საქმეს არ აიკიდებს, მაგრამ რეპეტიაციაზე რაღაცა რო დაიკარგება, ყველა ბარამზე იეჭვებს... მკიდია... ახლა იმაზე ვიდარდო, ვისზე იეჭვებენ? იეჭვებენ და იეჭვონ... ამის მერე შეიძლება, ნინიმაც სხვანაირად შეხედოს... მერე შეიძლება სადმე დავპატიჟოO კიდეც... ისე, მაგარი კრისობა გამოდის და ტეხავს ტო.... მკიდია... მაგრამ მინდა კი, ნინი მხოლოდ მომწონს. თუ არ ვეყვარები, რა ჩემ ფეხებად მინდა?
ეს ოცდაათი  ლარი  კი ჯიბეს მიწვავს თითქოს...  რაღაცა ისე არ არის რა, მარა მაგრად მკიდია...  ოციც მინდა...
სლოტ-კლუბში ხო არ გავიარო.? თუ მოვიგე დაგლიჯავს...  ოცი ლარიც მინდა და იმ მუნჯ ნაშასთან ავალ. რა ლამაზია ტო... მაინც, სად მნახა? არადა მომენატრა...
ეს გივიკო სადაა? მობილური გათიშული აქვს, კიდე მონასტერში ხომ არაა... მგონი დაუბერა ამ ჩემისამ. არადა, ძმაკაცია... შეყვარებულმა გაუგო, რომ კაიფობს და გაუგიჟდა, - ან მე ან წამალიო... ამასაც უთქვია, - შენო!  მაგრად უყვარს...  ისე უყვარს, მისი გულისთვის მზადაა წამალიც მიატოვოს... კედლებზე ადიოდა, ისეთი ლომკა ჰქონდა... მერე ვიღაცამ ასწავლა, - ერთ მონასტერში, თბილისთან ახლოს, მამა ამბროსი არის წინამძღვარი და ლოცვით კურნავსო, პროსტო ცხოვრებაში წამალი არ მოგინდებაო... ესეც წასულა ჯარჯისთან ერთად... ესეც მეორე გამოსირებული ძმაკაცი... ამას დედამისი დამუქრებია, - თუ გავიგე, რომ წამალს იკეთებ, თავს მოვიკლავო... ძაღლობა დადგომია სახლში, - მიხედეთ ქალბატონო თქვენ შვილს, წამლის მიღებაშია შემჩნეული, მეორედ უკვე არ გაგაფრთხილებთო...
იქ მორჩილებს უთქვამთ, - მამაო ან დაგტოვებთ მონასტერში, ან არა, ყველას არ ტოვებსო... რო დაელაპარაკებით, პროსტო, სულ პატარა ტყუილიც რომ თქვათ, შანსი არ არის რომ დარჩეთო... რა წამალი, რის წამალი, სიგარეტის მოწევაც არ შეიძლება... თუ დაგლოცავთ, არც მოგინდებათო... ამათაც მამაოსთვის ალალად ყველაფერი მოუყოლიათ. რო ვნახეთ ასე გვეგონა, სიკეთით ასხივებდაო...
დაუტოვია მამაოს ორივე... იმ დღესვე  ულოცია ამათთვის და ლოცვის დროს ტიროდაო... ღამე ორადგილიან ოთახში (თურმე, კელია ქვია) ძინებიათ... მაინც პირველი ღამეა, კარები შიგნიდან ჩავკეტეთო... ნამგზავრებსა და დაღლილებს მალევე ჩაძინებიათ...  არ გვახსოვს, რაღაც ძალამ თუ რავიც რამ გაგვაღვიძაო.... თან ბნელა...  ხმა ესმით თურმე ორთავეს,  რომ ვიღაცა დადის ოთახში... არადა კარი შიგნიდან ჩაკეტეს... ეს გივიკო ამბობს, -სუნთქვის ხმაც კი მესმოდაო... მაგრამ კაიფი იცი რა იყო,  არ შეგვშინებია, ისეთი პონტი იყო ზუსტად,  მამა ამბროსი რომ ჩვენთვის ლოცულობდა და ტიროდაო... ოღონდ ეს არის, ხმას ვერ ვიღებდით... რიდი გვქონდაო... ისეთი გრძნობა გვქონდა, თითქოს ვიღაცა ზრუნავდა ჩვენთვის და ვუყვარდითო... ისიც  კი არ ვიცოდით, თურმე იმ მომენტში ორივეს გვეღვიძაო... მერე ისე ტკბილად გვეძინა, თითქოს ჩვენზე ბედნიერები არავინ იყო ქვეყანაზეო... დაუბერეს ამ ჩემისებმა...  თან ორივემ ერთდროულად...
დილით ერთმანეთს უყვებიან ერთსა და იმავე ამბავს, თურმე...
მორჩილებს უთქვამთ,  - დრო და დრო, ღამით წმინდანები გადმოდიან ხატებიდან და  კელიებში  მყოფებისთვის ლოცულობენ,  ალბათ რომელიმე წმინდანი იყო გადმოსული  ხატიდან და თქვენთვის ლოცულობდაო...
ზღაპრები რა...
ცოტა ხნის წინ, მონასტრის ამბების მერე, მაგარი ქალი გამიჩითა გივიკომ... ძალიან ლამაზია და მუნჯიო...  ლილიანა ქვიაო... თუ მუნჯია, სახელი საიდან იცი-მეთქი? - მაგარი კითხვა დავუსვი...  სიცილი დაიწყო... თავში რომ წამოვარტყი, გაჩერდა...
შენი ნახვა უნდაო... თურმე, შენზე გიჟდებაო... ვერ არის მთლად ნორმალური ეს გივიკო... შეჩემა, სუტენიორობა დაიწყე, სულ დასირდი-მეთქი...  არ ვიციო, სადღაც უნახიხარ... დაქალისთვის უთქვამს, რომ მაგრად მოწონხარ... იმის დაქალმა კიდე შენ ვერ გაგიბედა და მე მითხრაო... შეჩემა, ხო არ უბერავ, რა... რეებს ბოდავ, `კაცი გამოძახებით” მნახე-მეთქი... არაო, პირიქით, მარტოხელა გოგოა, ძმა და მშობლები ავარიაში დაღუპვია და ორმოცდაათი ლარი უნდა დაუტოვოო... დასირდი, შეჩემისა-მეთქი? იმანაც, აბიზალოვკა კი არაა, ვინ გაძალებს, ნახავ... თუ მოგეწონება დარჩი თუ არა და, წამოდიო...
იტოგში, ლილიანა ქვია. ან რა სახელია? მგონი, სამი სახელია გაერთიანებული... ამ მუნჯს შეყვარებული ყოლია. ის ცოლობას დაპირებია  და უნდა დაქორწინებულიყვნენ. მოყავდა კიდეც და სადედამთილოს (სასიძოს დედას, რა) დაუწუნებია, - მუნჯ რძალს სახლში  ვერ მოვიყვანო! არადა, რამდენი დედამთილი ნატრობს მუნჯ რძალს, თუ მოლაპარაკე რძლის დამუნჯებას... ამას კიდე, - თავს მოვიკლავო, უთქვამს...
მერე, ამის შეყვარებულს სხვა მოუყვანია ცოლად... ამ მუნჯს, შეყვარებულის ქორწილის დღეს, ვენები გადაუჭრია... იმ საღამოს, ის დაქალი მისულა, - არ ინერვიულოსო... კარი რომ არ იღებოდა, დაქალს (ისიც მუნჯია)  პანიკა აუტეხავს... პატრული და რამე... კარი შეუმტვრევიათ...  ძლივს გადაურჩენიათ.... ის ნაბიჭვარი შეყვარებული საერთოდ არ გამოჩენილა... იმის მერე მთლად გონებაზე არ არისო... აბა, შენ რომ გოგოს მოეწონები, ნორმალურია ისო? იცინის, ეს ჩემისა... არადა, მგონი მართალი თქვა... ჯარჯიც იცნობს თურმე... მეშინია იმ ქალისო...  და რაზე გეშინია-მეთქი? და რა თქვა, ამ ცხრა პირის დამპარ-დუმპარმა: მეშინია, რომ შეგიყვარდებაო... სიყვარული არა, კიტრი... ლამაზი და მუნჯი არ  გამიგია... თქვენ ნამყოფი ხართ იმ ქალთან-მეთქი?  არაო! ჯერ შეყვარებულის გარდა კაცი არ ყოლია... თურმე, სადაღაც უნახიხარ და შენზე აფრენს, თან პროსტო, ფულიც ჭირდება, იმიტომ, რომ ახლა უპატრონოდაა, იმ ნაბიჭვარმა შეყვარებულმა ხო მიატოვაო... ნათესავებიც არ ყავსო... იზმენებში ჩავვარდი, რა... დამაინტერესა, ერთი ვინაა-მეთქი... მე და გივიკო წავედით... ფული მქონდა, დედაჩემის გამოგზავნილი...
რო დავინახე, გავშეშდი, გავფიჩხდი. ხელი რომ ებიძგა ვინმეს, ალბათ ფაიფურივით დავიმტვრეოდი... ასე ლამაზი ქალის მნახავი არ ვიყავი... ალბათ ეს რძეს ფსამს-მეთქი, - ძლივს ამოვიღე ხმა... თურმე, ესმის ამ გოგოს, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ესმის...
სიცილი დაიწყო... ხელით მანიშნა რაღაცა, თან ორივე ხელს იქნევს...  აბა, მე რა ვიცი, რას მეუბნება? გივიკოს ვეუბნები,  - რას  ამბობს-მეთქი? გეუბნება, უბრალო რძეს არა, ჩიტის რძესო... და იცინის... გოგოც იცინის... 
სულ თეთრები ეცვა, ტო... თეთრი ჭუჭყს ხო ადვილად იტყობს... ერთხელ უნდა ჩაიცვა, მეორედ უკვე გასარეცხია ამ ჭუჭყიან ქალაქში... ამას ერთი პატარა წერტილიც კი არ ეტყობოდა ლაქად... გივიკომ  ჩუმად მითხრა, -თეთრები იმიტომ აცვია, სადედოფლო კაბას ამსგავსებს ალბათო...
რჩებიო? – მკითხა. ხო-მეთქი.... აბა, მე წავედიო... რომ მიდიოდა, -ერთი წამით  რაღაც უნდა გითხრა გარეთო... გავედით...  იცოდე, ფული დაუტოვე და თუ ძმა ხარ, არ აწყენინოო... მაგარია ეს გივიკო... ვაწყენინო რა, შეჩემა, რა უნდა ვაწყენინო... დავაი ახლა შენ არ გაწყენინო-მეთქი...  ხოდა, წავიდა...
რო შემოვბრუნდი, ეგრევე ფული მივეცი -  რავი ჭკუა, არ გადამიტრიალდეს-მეთქი... ოღონდ,  რა ვიცი, რატო? - რო გავუწოდე, არ შეხედა ფულს... ხელიც არ გამოუწევია, ავიღებო... მეც იქვე, ოთახში პიანინოზე შემოვდე... თვითონ  მეორე ოთახში გავიდა... ვიფიქრე, -ეს ჩემისა, მგონი, მთლად დებილია. სანამ მეორე Oოთახშია,  ფული ხო არ დავაწერო-მეთქი, მაგრამ ხელი არ დამემორჩილა... ისე, ცოტას მოვაკლებდი, მაგრამ ოროცდაათლარიანი იყო...
რო გამოვიდა, ბიკინებით იყო,  ქათქათა, თეთრი ბიკინებით და ფეხშიშველა... თვითონაც თეთრი იყო და ნათურების შუქზე, თხელ კანზე ვენები აჩნდა... ისეთი ნაზი და თხელი  კანი ქონდა, ვიფიქრე, ეს ალბათ გამჭვირვალეა და დღე ჩრდილს არც ტოვებს-მეთქი...
მთელი ტანი უთრთოდა... მაგრამ ღიმილი არ მოშორებია... მოვიდა და ხელზე ხელი მომკიდა... თბილი ხელი ქონდა, სასიამოვნოდ თბილი. კინაღამ მაშინვე გავათავე, პირველ შეხებაზე... წამოდიო, თვალებით მითხრა... სარკეებიან საწოლ ოთახში შევედით... ლამის მეც კანკალმა ამიტანა, სასიამოვნო კანკალმა... თხასავით მივყვებოდი... ოთახში დიდი ერთადგილიანი საწოლი იყო, თეთრი, კიდეებნაქარგი ზეწრით... მერე  გახდა დამიწყო... და თვალებში მიყურებდა... რომელიღაც ყვავილის სუნი ასდიოდა... ვერ მივხვდი, რომელის, ალბათ უფრო ვარდის... 
ტუჩები ალისფერი ქონდა... და სველი... და ტკბილი... მერე ლიფი გავხადე და ამობურცულმა  კერტებმა გამოანათა, ისიც ალისფერი იყო... და ტკბილი...
სინათლე ჩააქრო...  თუმცა თხელი ფარდებიდან ქუჩის განათების შუქი შემოდიოდა და სიბნელე ვერ ფარავდა მის სილამაზეს... თითქოს ეშინოდა... თან უნდოდა ჩემთან, თან ეშინოდა...
თვითონ რას მეტყოდა? მისმა ყრუ კივილმა თუ კვნესამ მითხრა, რაც პირველად არც დავიჯერე... 
მუნჯმაც კვნესა თუ იცოდა, აზრზე არ ვიყავი... გავაიასნე, ანუ კვნესა და სიცილი მუნჯსაც ეხერხება... რო გავათავე, ცოტა ხანი გატრუნული ვიწექი, რა კაია ცხოვრება-მეთქი... ყველა წამალზე უკეთესი, ლამაზი ქალია, რა... ვერ ვიტან წამალს. ერთხელ გავიკეთე და ძლივს გადავრჩი, ზუსტად ისეთ პონტში ვიყავი, მეექვსე კლასში არყით რო დავთვერი და კინაღამ გავიტრუპე... რაღაც გვირაბში მივდიოდი, ტო... თურმე ექიმები ამ დროს ცივ საფენებს მიცვლიან... არ გამიშვეს, რა.. რატომღაც, ახლა გამახსენდა ყველაფერი... მერე წამოვდექი და სინათლე ავანთე... 
თეთრ ზეწარზე ალისფერი  სისხლის  ლაქა იყო დამჩნეული... დავსირდი... სექსი  ჯერ არ გქონია-მეთქი?  არაფერი მითხრა, თვალდახუჭული იწვა და თვალდახუჭულსაც ღიმილი აჩნდა სახეზე... და რაღაც ნიტო გრძნობა იყო, რა... არ ვიცოდი, მწყენოდა თუ გამხარებოდა... პრინციპში, ან რატო უნდა მწყენოდა, ან რატო გამხარებოდა? არაფერი მანიშნა... ვიფიქრე, ხო არ ჩაეძინა-მეთქი...  ისევ ვკითხე, შენი პირველი კაცი ვარ-მეთქი?  და, -კიო, - ღიმილით თავი დამიქნია, ოღონდ თვალი არ გაუხელია... მართლა თუ მაღადავებ-მეთქი? მაშინ  თვალები გაახილა და რაღაცეები მითხრა ხელით. ამდენ უცხო ენა (ტოესტ, მუნჯური) არ ვიცი-მეთქი... გაიცინა.... და ფურცელზე დამიწერა: კიო,  გაღადავებო, ხელი გამეჭრაო... მერე რაღაცა მანიშნა კიდე. ვერ მივხვდი რა და ისევ დამიწერა: ახლა გთხოვ, მარტო დამტოვეო... რატო-მეთქი? და კიდევ დამიწერა: არ გეგონოს ვბრაზობ, ახლა წადი და სხვა დროს მოდიო... მეწყინა პრინციპში, მაგრამ არაფერი მითქვამს. არა, რომ გამოვდიოდი, კარი ჩაიკეტე-მეთქი...  ხოდა, სანამ კარის ჩაკეტვის ხმა არ გავიგე, არ წამოვედი...
მერე გივიკოს დავურეკე, -იცოდი შეჩემა, ის გოგო რო ქალიშვილი იყო-მეთქი? არა, საიდანო?  და მისმა დაქალმა არ გითხრა-მეთქი... არა, არ უთქვიაო... შიგა გაქვთ ორივეს-მეთქი და გავუთიშე...
მაინც, სად მნახა?
არადა, რა ლამაზია ტო! ღმერთი რომ იყოს ქვეყანაზე, ეს მუნჯი იქნებოდა?  იმ ნაბიჭვრის დედას (ლილიანას შეყვარებულის) შვილი რომ მუნჯი ყოლოდა, ერთი რას იზამდა, ვიცოდე რა?!
ისევ ეს ფული, რა... თითქოს ჯიბეს წვავს... მეტროში და ავტობუსშიც ამომიცლია ფული, მაგრამ ეს რაღაც, ნიტო რა, თითქოს... მკიდია... მთავარია, არ გაიგონ... კარგია, რომ ყველა არ ამოვიღე.... ყველა რომ ამომეღო... არა, ეგრევე ისქესებდა...
ოცი ლარიც მინდა, რა... სლოტ-კლუბში ხო არ შევიდე? ხილზე თამაში ასწორებს, თავზე მწვანე ფოთოლ დახურული მარწყვი რომ ამოხტება ბონუსის დროს, და `V~ ასოს რომ აჩვენებს ორი თითით, მეორე ხელში კი ნაყინი, თან მუსიკა რომ უკრავს...  მერე საზამთრო დაჯდებოდეს... თავიდან ერთი-ერთზე ვითამაშებ... თუ არ მომცა, მერე სამი-სამზე... თუ მომცა,  რამე სხვა აპარატთან გადავალ,  თუ არა და, გავაგრძელებ... ან იქნებ, ტოტალიზატორში დავდო ცოცხალზე... ვის უნდა ენდო? რომამ ერთი და ორიანი კუში გამიმაზა, ამათი პიდარასტი პირში შევეცი... მე რომ ვდებ, მაშინ აგებენ... ყომარობენ, რა... მილანი ვაფშე სანდო არ არის... სადაც ქართველი გაერევა, არა რა... კალაძემ  ისევ საკუთარ კარში თუ გაარჭო?! ნაკრების თამაშზე რა ქნა, ტო? - ერთი ავტოგოლი გამიგია, მაგრამ, ორი?! თან, ერთ თამაშში... პროსტო ბურთი აეჭრა, თუ თვითონ აიჭრა, გაიგე... რა აგინეს... ბოიშვილი  ვიყო, შემეცოდა... იასნია, არ უნდოდა... ვისაც ეზოში მაინც უთამაშია ფეხბურთი, მიხვდება, რომ არ უნდოდა...
მოდი სლოტ-კლუბში შევალ...  ეს გოგო მიცნობს უკვე... ახლა უფასოდ კოკა-კოლას დავლევ. შეიძლება, ოცი ლარიც დავუმატო ამ ფულს... ორმოცდაათი მექნება... ხილის აპარატთან ვჯდები...
ორი სკამის იქეთ ვიღაც მთვრალი, ვზროსლი ტიპი ყომარობს. თან მაღალ ფორაზე, მაგრად აგებს... არიფია... მაღალ ფორას საერთოდ არ მოაქვს... ღილაკებს გამეტებით ურტყამს. დაცვის ბიჭი აფრხთილებს, რომ აპარატი არ დააზიანოს...
`- არც შევაგინო, ამის მომგონი დედას შევეცი? 200 ლარი ჩაყლაპა, ბონუსი არ მოუცია... არადა, ამას რას ვერჩი, ან შენ რას გერჩი? მე ვარ სირი... ყველა სირია, ვინც ამ აპარატს ფულს აჭმევს!~
`- ბიძაჩემო, ცოტა ტონს დაუწიე, რა...~ - ვინ არის ამის სირი, ეს თვითონ  სირი...
`- ამ ჩემს შაშა-კოლას, რას მოიგებ, ნახავ, წავედი მე, შევეცი ყველა აპარატს... ~ - მე არაფერი მითხრა, არც მე გავამუქე სიტუაცია, მთვრალია, რა... ისევ დაცვას ებაზრა... და წავიდა... 
დამთარსა, ამ ჩემისამ! სამიანიც ვერ გავჭერი. ბონუსმა ბალის მეტი არაფერი მომცა...  ოცდაერთი შვიდზე დავაყენე, ამან დამღუპა... იმ მთვრალს შევეცი ხახაში, იმის ბრალია! ნახევარ საათში უფულოდ დავრჩი. არადა, ასიანს ბაზრობდა... მართლა შევეცი ამ აპარატებს!  გამოვდივარ... ტელეფონი რეკავს... ბაცოა, ტო, ამას რაღა უნდა?
`- ალო...
- რას შვები, რეზი?
- ქალბატონო დალი,  თქვენ ხართ?
- ხო, რეზი. ასე ხუმრობა არ შეიძლება, მოკვდა ბავშვი ტირილით...
- მასს...
- მე კი ვუთხარი, -კარგი, გეხუმრა-მეთქი...  ვიცოდი, რომ იხუმრე.  შევნიშნე, თვალი როგორ ჩამიკარი, ფულს რომ იღებდი...
- თვალი არ ჩამიკრავს, ქალბატონო დალი... ხო, მგონი ასე იყო...
- ძლივს დავამშვიდე. ერთმა ბავშვმა იხუმრა, ხვალ დაგიბრუნებს-მეთქი...
- ქალბატონო დალი, ხვალ დღის მეორე ნახევარში სასწრაფო საქმე მაქვს. შეიძლება, ფული მოვიტანო და თქვენ გადასცემთ?
- კარგი რეზი, რეპეტიციამდე ერთი საათით ადრე დარბაზში ვიქნები...
ეს მინდოდა, ტო? ამ ცხოვრებას შევეცი, სად ვიშოვნო ახლა ოცდაათი ლარი?
` - გისმენთ...
-    ნათია, ბაცო ვარ, ფულს ხვალ მოიტანენ, ანუ შენ ჩემი ვალი არ გაქვს, უხუმრია ერთ ბავშვს...
-    მართლა, მას?…
-    ხო, არ ინერვიულო და არც იდარდო, ხო?
-    კარგით, მას...
-    ნათია, შეიძლება სხვანაირად გამიგონო და  ნუ იტყვი, რაც მოხდა...
-    კარგით, მას...  და, ვინ იყო?
-    ხო ვთქვით, რომ ნუ ვიტყვით... და მე ვთქვა?! ხვალ რეპეტიციაზე ძაფი და საქსოვი ჩხირები არ დაგავიწყდეს, რეკვიზიტს შეეჩვევი...
-    კარგით, მას...~
ეს გივიკო ტელეფონს არ იღებს..
რა ჩემ ფეხებად შევედი ამ სლოტ-კლუბში...  ჯარჯისაც გამორთული აქვს ტელეფონი... არადა, ამათაც ახლა ფული არ აქვთ.  დამერხა...  საიდან გაიგო, ტო? რო ავიღე, ზურგით იდგა... ალბათ, ახსოვს რომ ჩანთებთან ჩავიარე... მგონი, დამასირა. ალბათ, ნათიამ ფული ნახა რო არ ქონდა და აბრუნდა დარბაზში... მაგარი სირი ვარ... ღმერთო, ახლა გადამარჩინე,  ამის შემდეგ  არც ვიყომარებ, არც მოვიპარავ, მონასტერშიც მოვალ და სანთლებს ავანთებ... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...
მანქანა ჩერდება, პოლიციის ნომრები აქვს. მგონი, მიჭერენ.  ბაცომ ხო არ ჩამიშვა? ამის დედაც...
-  ბიჭო,  რეზი არა ხარ შენ...
ეს ვინღაა, მიცინის და მარტოა... არა, არ მიჭერს. ნაღდია...
-  რეზი ვარ...
-  მე ვერ მიცანი? ალექსანდრე ბიძია ვარ. თუმცა, რას მიცნობდი, რამდენი ხანია ვერ მოვახერხე თქვენთან მოსვლა.  რამდენი  დავაპირე, საქმე გამომიჩნდა რაღაც... მე და მამაშენი ერთად ვიბრძოდით აფხაზეთში... რა გულის კაცი იყო... იქ ნანახმა დაუავადა გული  და შეიწირა კაცი...  როგორ ხარ, დედა როგორ არის?
-  აქეთ არ არის,  საბერძნეთშია... იქ მუშაობს...
-  შენ როგორა ხარ? სტუდენტი ხარ ალბათ, ხო?
-  კი...
- მოდი, ჩემი ტელეფონი ჩაიწერე. თუ რამე დაგჭირდა, არ მოგერიდოს, დამირეკე...
- ალექსანდრე ბიძია, შეგიძლიათ ოცდაათი ლარი მასესხოთ თვის ბოლომდე?  მერე დედა გადმომიგზავნის  ფულს და ჩაგასესხებთ... 
- კიდე კარგი, მითხარი. რამდენჯერ ვიყავი თქვენთან, სულ მინდოდა გადმომეცა... ვალი მქონდა მამაშენის... აი, ორმოცდაათი ლარი... რა კარგი ქენი, შე კაცო, რომ გამახსენე!
-  ალექსანდრე ბიძია, არ მატყუებთ?
- არ გრცხვენია, რეზი? ეს როგორ მითხარი? ცოცხალი რომ ვარ, მამაშენის წყალობით ვარ... იმან გამომიყვანა დაჭრილი წინა ხაზიდან. იცოდე, თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს...
საიდან გამომეცხადა ახლა ეს კაცი? ან როგორ მიცნო? მადლობა, ღმერთო! აუცილებლად წავალ მონასტერში... ერთი კვირით მაინც დავრჩები... ერთი, გივიკოსთან დავრეკო... ახლა გავიდა ზარი...
- ბიჭო, წამოხვალ კიდევ ერთი კვირით მონასტერში? შევუთქვი, ამოვალ-მეთქი...
-  შენ მეუბნები ამას? მაღადავებ?
-  ოოო, გეუბნები თუ წამოხვალ-მეთქი?
- წამოვალ, რეზი. იცი, რა მაგარია, პროსტო, სულ სხვა თვალით შეხედავ ცხოვრებას...
-  და როდის წავიდეთ?
- რეზი, დავრეკავ... მორჩილის ტელეფონის ნომერი მაქვს, მთავარია, კელიებში ადგილი იყოს...
-  კაი, ხო... გაიგე აბა და დამირეკე...
რეპეტიციებს რა ვუყო? ბაცოს დავურეკავ და ერთი კვირით  გავითავისუფლებ თავს... ან ხვალ ვეტყვი, ფულს რომ მივუტან, მაშინ... დიდი არაფერი როლი არ მაქვს... მოიცა, დავურეკო ბარემ...
- ქალბატონო დალი,  რეზი ვარ...
- ხო, რეზი...
- ანუ ხვალ პირველზე ფულს გადმოგცემთ, ხო...
- კარგი რეზი...
- ქალბატონო დალი, შეიძლება, ხვალ რეპეტიციას არ დავესწრო და საერთოდ ერთი კვირა გამათავისუფლოთ...
-  რატო, რეზი?
-  არ ვიქნები თბილისში...
-  თუ აუცილებელი არ  არის, იქნებ  არ გააცდინო რეზი რეპეტიციები... შეიძლება  ნათიამ იფიქროს, რომ შენ აიღე თანხა და ეს ხუმრობა არ იყო... ხო გესმის, რას ვამბობ?
- კარგით მას, ზუსტად არც მე ვიცი ჯერ, წავალ თუ არა, ხვალ გეტყვით მაშინ, ხო?
- კარგი, რეზი...
გივიკო რეკავს...
- ხო...
- დავრეკე.
- მერე?
- არ არის ადგილები, გადავსებული ყოფილა კელიები, ახლა ხო მარხვაა და მარხვის დროს საერთოდ ასეა თურმე....
- აბა, რა ვქნათ?!
- ახალი წლის მერე, ხსნილი რომ იქნება,  ადგილებიც იქნება და სტუმრებში ჩაგწერთო...
- ანუ ახალი წლის მერე მივდივართ, ხო?
- ხო.
- კარგი, მოვილაპარაკეთ...
მარკეტში შევდივარ. კონიაკს ვყიდულობ და შოკოლადს... ლილიანასთან წავალ. რა ლამაზია, ტო... სამი Dდღე გავიდა, რაც ვნახე... მომენატრა... ცუდი კია, რომ სულ იცინის, მაგრამ  როგორ უხდება... მართლა მომენატრა...
- ლილიანა, რეზი ვარ...
გააღო... ისევ გაცინებული შემხვდა... ისევ თეთრები აცვია... ღმერთო,  რა ლამაზია...
- ლილიანა, აი კონიაკი მოვიტანე, `თბილისი~ და პლიტკა...  ვიცი,  რომ გიყვარს...
ისევ იცინის. მინდა ვუთხრა, რომ ნუ იცინის, მაგრამ მეშინია, ცუდად არ გაიგოს... არადა, რატო იცინის? ალბათ, მართლა არ არის ნორმალური... არადა, რა ლამაზია... კონიაკი და პლიტკა მაგიდაზე დავდე. ისიც მაგიდასთან დაჯდა და ისევ გაღიმებული მიცქერის...
- ლილიანა,  ნუ იცინი  რა, გთხოვ...
ისევ იცინის... როგორა ხარო? - ხელებით მანიშნა. ეჰ, რა ვიცი, როგორ ვარ, დღეს მგონი მოვკვდი და მერე გავცოცხლდი... ამას ხომ არ მოვუყვები, რატომ?
- ლილიანა, ვიქნები რა ცოტა ხანს შენთან, ოღონდ ფული არ მაქვს,  ისე ვიქნები, კარგი... 
იცინის, ოღონდ ახლა თავი დამიკრა, ალბათ იმის ნიშნად, კარგიო...
- მომენატრე... აი, კონიაკი დავლიოთ და გიყურებ... ოღონდ, სულ ნუ იცინი, ხო?
კარგიო, - ისევ თავი დამიკრა... ისევ იცინის... მეც რას ჩავუჯინდი, ნუ იცინი-მეთქი... მაინც სად მნახა...
მეორე ოთახში  გავიდა, ორი ჭიქა მოიტანა და პატარა ვაზა შოკოლადის კანფეტებით... ამას  ყველაფერს მაგიდაზე  რო ალაგებდა,  ხელზე დავაკვირდი, ორი ალისფერი  ხაზი აჩნდა ორივე ხელის მაჯაზე...
კონიაკი გავხსენი და ჭიქებში  დავასხი.
- ლილიანა, მოდი, შენ გაგიმარჯოს... – ვთქვი და დავლიე.
მას არ დაულევია, ტუჩები ოდნავ შეახო Qჭიქას...
- შენ რატო არ სვამ? შენმა დაქალმა, კონიაკი `თბილისი~ უყვარსო...
თითებით მანიშნა, კონიაკი არა, თბილისი მიყვარსო... თან იცინის... უკვე ვხვდები, რას მეუბნება...
- ლილიანა, იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ? ხო, ალბათ იცი... ის შენი შეყვარებული, მაგარი ნაბიჭვარია, რომ  მიგატოვა... არ იყო შენი ღირსი... შენ კი ძალიან ცუდად მოიქეცი... აი, მაგ შრამებზე გეუბნები, ხელზე რომ გაქვს...
ეს რო ვუთხარი, რაღაცა გაახსენდა თითქოს და თვალები აუწყლიანდა... მოიწყინა.  ახლა, მისი სიცილი მომენატრა, მაგრამ არ ვუთხარი, გაიცინე-მეთქი...
- შენ არ გეგონოს ფული არ მაქვს.  ახლა ორმოცი ლარი მაქვს... მაგრამ ოცდაათი ჩემი არ არის, ათი ლარი კი ჩემია... აი, შენ ეს ათი ლარი. ხვალ რამეს იყიდი... 
უცებ ტირილი დაიწყო... თავიდან ტუჩები ამოძრავა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო... ხელითაც მანიშნა რაღაც, მაგრამ ვერ მივხვდი, რა? და უცებ პიანინოსკენ გავიხედე. მაშინ, სამი დღის წინ, ფული  სადაც დავდე, ორმოცდაათლარიანი, იქვე იდო...
- ლილიანა, ვერ ვხვდები, რა უნდა გეთქვა? ნუ ტირიხარ... ამას ისევ ისა სჯობს, იცინო. მაპატიე, რომ გეუბნებოდი, ნუ იცინი-მეთქი... 
- ...
ისევ ტიროდა და თითქოს, რაღაცის თქმა უნდაო...
- ლილიანა, რატომ ტირიხარ, გაწყენინე რამე? წავალ მაშინ მე, ხო? – წამოვდექი... ვიფიქრე, ალბთ მართლა ვაწყენინე რამე-მეთქი... ალბათ ვაწყენინე...
და უცებ, თქვა...
- დარჩი... – მეგონა მომესმა... არა, არ მომჩვენებია. ხმის კანკალით თქვა, მაგრამ თქვა...
- ლილიანა, შენ ლაპარაკობ?
ტიროდა...
- ლილიანა, აბა, კიდე თქვი რამე, თორემ მგონია, რომ მოჩვენებები დამეწყო...
- დარჩი... – თქვა ისევ. ახლა უფრო გაბედულად და ორივე ხელი აიფარა სახეზე. და ტიროდა... შეციებულივით თრთოდა... მთელი სხეულით ტიროდა... მე გაშტერებული ვუყურებდი... უცებ მომინდა, მის წინ დამეჩოქა და ისე მეთხოვა ტირილი შეეწყვიტა...
- ლილიანა, ნუ ტირიხარ. თუ იტირებ, წავალ... – ვეუბნებოდი ასე დაჩოქილი. მერე ორივე მუხლზე ვაკოცე და თავი მუხლებზე დავადე... უცებ, შეწყვიტა ტირილი... არ ამიხედია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გაკვირვებული მიყურებდა მის წინ, მუხლებზე დაჩოქილს... მერე ხელებით მომეფერა თმებზე... რო ავხედე, ცრემლიანი თვალები უღიმოდა...
- დარჩი... 
სად მნახა?

(მეშვიდე ნაწილის დასასრული)
გაგრძელება იქნება




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები