ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2009


ყავის სურნელით დათვრნენ ყვავები

საით გაგიწევია ცის ალიონზე სველი თმით?
აცალე ადგეს მზე და გაგათბოს,
შენნაირები არ ცივდებიან...
შენ ხარ ამაყი,მიაბიჯებ გრძელი ფეხებით,
ვერც წარმოიდგენ
ერთი ქალი გიმზერს სარკმლიდან
და უბრალოდ სურს:
-იყოს"შენ"!
შენ ისე სწრაფად მიაბიჯებ,
რომ ვერ გეწევა მზის ამოსვლა,
ყავის სურნელით დათვრნენ ყვავები
და შენს საპნის სუნს აპროტესტებს
თვალები ჩემი,ჯერაც მძინარე
და უცინარი.................



რა ოსტატურად გაუღიმე ცოცხიან ბოშას
და დარდები ჩამოჰკიდე  ქარვის საყურედ
ხომ დაიკიდეთ ერთმანეთი მომავალ დღემდე..


აფერუმ ქალო,რა უბრალოდ
მასწავლი წინსვლას,
ხვალ,უსათუოდ შენზე ადრე ავდგები და
შევხვდები ცისკარს,
თუნდაც ღრუბლიანს!










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები