ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2009


მ ი მ ი

სარკეს სხვანაირად ეპრანჭები,
მგონი გაიზარდე, იცი მიმი,
თითქოს დედის კაბაც დაგიმოკლდა,
სადღაც გაქცეულან კიკინები.
უკვე რახანია არ გიმალავს,
ბებო “სადოქტორო” სათვალეებს,
ბიჭი, ეზოში რომ თამაშობდით,
ახლა უცნაურად გითვალთვალებს.
სარკეს სხვანაირად ეპრანჭები,
მიმი, მგონი მართლაც გაიზარდე,
მაღლა, თაროს თავზე შენს თოჯინას,
მტვერი დასდებია თეთრ კაბაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები