ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2009


გაქცევის ცუდუბრალო მცდელობისა

/სამკეცი  სონეტი-მისტერია/


ცის  თაღს  ღებავდა  ლილით
ღამენათევი  ქარი,
როს  მოღიავდა  დილის
კარი,  აღსავლის  მხარით...

გულს,  ანაცერზე  ცხრილით
ცა  რომ  აცრიდა  მარილს,
სილბო  ალბობდა  გრილი,
ცრემლში  ჩამბალი  მარლის...

და  სასწაულთა  ახალს
ელოდა  გულიც  წყებას...
და  აყოლილი  რაღაც
უცხოდ  უცოდველ  ვნებას,
როცა  ლამობდა  მაღალ
ცის  მწვერვალებთან  შებმას,

ცად,  უცაბედი  ღამის,
მსწრაფლ  აიფოფრა  აფრა...
სივრცეც  დაცეცხლა  წამის
უმალ,  ცახცახმა  მძაფრმა...

და  ეჭვის  პირმშო  შიშმაც
უცებ  მოსჭამა  ჭირი...
ეს  გზაც  ანაზდად  იშვა...
გზა  -  ციცაბო  და  წვრილი...

სულს,  ცად  რომ  იწევს  ამ  გზით,
მოჭიდებული  ხავსებს,
თუმც  განუცდელის  ცანცდის
გიჟური  ჟინი  ავსებს,
შემწედ  არავინ  არსით
უჩანს  ამ  ხრიოკ  გზაზე...

და  რამდენჯერაც  ცარგვალს
გულთან  ასწყდება  ღილი,
სიცილს  მოიმცვრევს  ცალყბას
ურცხვად  უფსკრულის  პირიც...

და  ჩქამი  მოაქვს  ქარცოფს
ცით  -  ურიცხვი  და  შორი,
რომელშიც  ვარჩევ  ნაცნობ
ხმებს  მიწიერი  ჭორის...

და  ჟინიც  ქრება  ქროლვის,
როს  ქუფრს  და  უღიმღამოს,
მკაცრად  დასცქერის  ხომლი
(ცოდვით  დაცემის  გამო...)
მიწას  -  გაქცევას  რომლით,
ცუდუბრალოდღა  ვლამობ...


2003 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები