ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2009


სიზმარი (თეა თაბაგარს)

გუშინ ქეთევანი დამესიზმრა,
ქალი-მამულისთვის წამებული.
შენც იმ ქეთევანის ჯიშისა ხარ,
ძმისთვის სანთელივით ანთებული.
წუხელ თამარქალი დამესიზმრა,
დედა-სამშობლოსთვის ანთებული.
შენც იმ თამარქალის მოდგმისა ხარ,
გული სიცოცხლით გაქვს ავსებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები