ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2009


ზღაპარ იყო

იქ, სადაც არ წვიმს...
ამინდები სადაც მყიფეა,
გრძნობა საჯიხვე მარილივით
მიმლაშებს ღაწვებს...
სადაც ცხოვრება ადვილია,
ზეცა - პირქვეა,
გამისარეცლე სხეული და მკლავები -
ჩავწვე...
სადაც ტკივილის მარილმჟავა
ამომჭამს ღრმულებს,
შიგნით, სივრცეში -
არც სხეული როა, არც სული...
სადაც სიმშვიდე დაავიწყდათ,
სადაც ყვირიან,
დრომ ნაუცბათევ ჭაღარაზე დამაორსულა.
..............................


შემოვუარე ცისარტყელას
მეორე მხრიდან,
ჩამოვიბერტყე ბეჭებიდან
ნამტვერი ფიჭის,
ჩამოგიშალე ცხრა ნაწნავი
ვიწრო სარკმლიდან -
ჩემთვის ცხრა კლდე-მთის გადმომვლელო
დაღლილო ბიჭო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები