ნაწარმოებები



ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: თარგმანი
2 ნოემბერი, 2009


სხვა სამეფო

                                        რიჩარდ ბროთიგანი
                                            ***************
სულყველაფერი
სანახევროდ კარგია მუდამ,
ვარსკვლავეთის
იმ სამეფოში.

შენი ფრჩხილები
ქერუბიმნია
ხანგრძლივი ღამის
ტრფობის შემდეგ
ჩაძინებულნი.

შენი თვალების
ხმა: ქარისაგან
ვარსკლავებიდან
ჩამოფერთხილი
თოვლის ფარფატი.

შენი თმა
ღვთისგან
მოწყვეტილ ყვავილთა
ფერი.

მხოლოდ
შენა ხარ
ვარსკვლავეთის
სხვა სამეფოში


The Second Kingdom
In the first kingdom
of the stars,
everything is always
half-beautiful.

Your fingernails
are angels
sleeping after
a long night
of making love.

The sound of
your eyes: snow
coming down
the stairs
of the wind.

Your hair
is the color
of God picking
flowers.

In the second
kingdom of the stars
there is only

you

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები