ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2009


არა მიშავს რა...

      -არა მიშავს რა - ამ ფრაზაში გადის ცხოვრება,
    კარგად ვარ- მეთქი, ვეცრუები მზერას შვილების.
    ფიქრის საკანში წუთების სვლა უფრო მდორეა,
    უფრო მკვეთრია გადავლილი წლების ჩრდილები.
    "კარგად ყოფნიდან" ღმერთმა უწყის ვის რა დარჩება,
    ამაოებას საამო აქვს მუდამ მირაჟი.
    ერთ მშვენიერ დღეს, დრო ჩახედავს ხსოვნის სარჩევებს
    და ჩვენს ცხოვრებას გამოკიდებს უფლის წინაშე...


                          * * *
      შენელებულია პულსი ემოციის,
      გრძნობის დარბაზებში საგრძნობლად აცივდა.
      ფიქრის ბეღურები, ზოგან ფრთამოცლილნი
      სიჩუმეს კენკავენ ოცნების ნაცრიდან.
      შენელებულია დღეების კადრებიც,
      თითქოს ჩემს ცხოვრებას სხვა ვიღაც ასრულებს.
      იქნება ჯობდეს, უბრალოდ ავდგე და
      თავს ბოლო წვეთივით გადავცდე სასულეს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები