ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2009


***

პირჯვარი რომ გადაიწერა,
თითები ისე დაშორდნენ ერთმანეთს,
თითქოს ყვავილი გაიშალაო.

***
ცა და დედამიწა ისე გაირინდა,
რომ ჩრდილში სინათლის
დაბადების მუსიკა ისმოდა.

***
ხომ მოგაგონებენ პოეტები
წაქცეული ხის ტოტებს შორის
აქა_იქ გადარჩენილ ყვავილებს.

***
სიტყვები_უცნაურად გასხივოსნებული,
როგორც ტაძრის
სარკმელში ვარსკვლავები...

***
თითქოს გარდაცვლილს
თვალებს უხუჭავსო,_
დაუშვა ფარდები
და სახლიდან წავიდა სამუდამოდ.

***
შემოდგომის ყვავილივით
ჩუმად დაიკეცა
მისი ქოლგა,კიდეებგაცრეცილი.

***
ამომავალ მზესთან შესახვედრად
მტრედი გუმბათიდან აფრინდა
ყორანი_ნისლიდან...

***
თითქოს შვილს
ცრემლები შეუმშრალა,
დაფაზე ისე წაშალა რიცხვები.



***
        ია_იას

გაზაფხული
ჩვენს თვალწინ იბადება
და ბაღები ამშვენებს დედამიწას,
როგორც ტაძარს საგალობლები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები