ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ნოემბერი, 2009


აღარ მეიმედები

შენი ნდობა დავკარგე...
აღარ მეიმედები,
არასოდეს არ მყავხარ
სულში როცა ქარია,
ამშვიდებენ პატარებს
ჩახუტებით დედები,
მე კი, შენმა სიცივემ
უარესად ამრია...
აღარ მეიმედები...
ვერ უშველე ტკივილებს,
დამიმატე დარდი და
ღამეები სათევი...
ღმერთიც ალბათ დაყრუვდა
ჩემი სულის კივილით,
ჰოდა, იწვის ტყუილად
შენს სახელზე სანთელი.
აღარ მეიმედები...
ისე მწარე აზრია,
ლამის გულის კედლები
ლუკმა-ლუკმა დაგლიჯოს...
პოეტს  მაინც უხდება
უპეებთან ცრემლი და
ჩემი ფორიაქები
ასე, ლექსად ავკინძე.
აღარ მეიმედები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები