ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2009


შორიდან

ხომ არიან ადამიანები...
რომლებიც დგანან, მუდამ ერთ მხარეს,
ერთ კუთხეში, ან სულ ერთ სახლთან
ყოველთვის ცალკე...როგორც ხეები.
თითქოს რაღაცის, ან ვიღაცის
არ დაბრუნებას, ასე მარტონი ეგუებიან...
და ხომ არიან ადამიანები,
რომლებიც მხოლოდ- ერთ ნაბიჯს დგამენ
გაუბედავად, ისიც შიშებით, როგორც თევზები
თითქოს არ უნდათ გამოცურონ,
ფილტვებს იხეთქენ თავის მლაშე სიცარიელით...
და არიან ადამიანები რომლებიც ჩანან,
თავიდანვე ხმა ამოიღეს, გაიღვიძეს
თითქოს რამეში, ან ვინმეში გამოდგებოდნენ,
იქნებ გამოდგნენ...როგორც ჩიტები
მაგრამ იფრინეს დაღლამდე და ჩამოიხოცნენ.
და შენ ყოველთვის აკვირდები ამას
შორიდან, თან ეძებ შენს თავს
რომელიც, ვითომ არაფერი...გაიქცა შენგან
თუ ვერ პოულობ ამოდიხარ როგორც ყვავილი
რომ ვერ იხარო, ანდა მოწყდე მაგრამ იცოდე,
ყოველთვის როცა, ასე დგომით ხალხს აკვირდები
ეს ყველაფერი ნამდვილია ერთი შეხედვით,
ისიც შორიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები