შენ გგონია, მუდამ ასე მიუსაფრად ვივლი!? შენ გგონია,სამუდამოდ ავიყარე ყველაფერზე გული და მე ახლა ნიავივით დავალ? არ ირწმუნო,შენც კი იცი, ეგ თვალები გვატყუებენ როგორ... აბა,ასე სად გამოვჩნდე მითხარ? შიშველი ვარ თან შეშლილიც უკვე... ვერსად ვპოვე სადედოფლო კაბა,ის, რომელიც მომპარეს და გაზაფხულზე ალუბლების ხეივანში დაჭრეს... იცი,მერე დავეძებდი რამდენს?სათითაოდ ვაგროვებდი მუჭში,მაგრამ მერე მომერია ქარი, გამძარცვა და სულ პეპლებად გამოფინა ალუბლების ბაღში. მეც მივსდიე გრძელი ფატით უკან და ნელნელა შევერიე ნისლებს... ახლაც დავრძწი.... გულმოსული ვიცრემლები ჩემთვის და საკუთარ ცრელით ვიბან სხეულს... დავიღალე, ჩამეძინა გზაში და როდესაც გამეღვიძა, დავინახე კოჭებამდე ყვავილებში ჩავურგივარ გამჩენს... გამიხარდა... გამიხარდა ისიც,როს კვირტები ამიფეთქდნენ მკერდზე და უეცრად ბროწეულის ყვავლებად იქცნენ... ახლაც ისევ ყვავილნარში ვდგავარ და მზე თავის ხელისგულზე მაცხობს... ლამის ფესვად გამოვედგი მიწას... ლამის ცამდე ავიყარე მხრები... როგორ მინდა სამუდამოდ აქ დავდო ბინა; მაგრამ ვიცი,მალე ჭრელი შემოდგომა მოვა,ეს კვირტებიც ჩამოყრიან ყურებს,იმედივით ეს ფოთლებიც წავლენ და მიწისკენ დაიწყებენ ფარფატს... მე ხომ ვიცი,ფეხს ავიდგამ მერე, დავივლი და დავიბრუნებ ფოთლებს,შევიკერავ დიდ და ფართო კაბას, საფრთხობელად გამოვჩნდები ხალხში. იქნებ, მერე უცაბედად მიცნო,იქნებ ხელიც დამიქნიო ჩუმად,თორემ მალე დაზამთრდება კარგო და ქარიშხლებს აერევათ თავში...მეკი ვიცი ,არ მეყოფა ძალა,რომ იმასაც გავუგო და ავყვე,ჰოდა მიტომ გემალები ტყეში...ჰოდა მიტომ მივსდევ ქარებს თავქვე... შენ გგონია, მუდამ ასე მიუსაფრად ვივლი?
მზია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გასატარებელი არაფერი სჭირს ამ ჩანახატს!!! უბრალოდ ძალიან ლამაზია და მსუბუქად აღსაქმელი!!! მიყვარს აქ შემოსვლა და შენების კითხვა!!! თუ მოგინდეს უფრო ობიექტური შეფასება. მთავარია ქულები დააგროვოს ჩანახატმა და "წიწაკაც" გესტუმრება!!! დღეს ღამით გავიცანი ეს ადამიანი. ალბათ მალე თვითონაც გამიცნობს!!!
შენს მინიატურას კი ჩემგან მოწონება!!! ასე იმღერე ხოლმე!!!

არ ირწმუნო,შენც კი იცი, ეგ თვალები გვატყუებენ როგორ... აბა,ასე სად გამოვჩნდე მითხარ? შიშველი ვარ თან შეშლილიც უკვე... ვერსად ვპოვე სადედოფლო კაბა,ის, რომელიც მომპარეს და გაზაფხულზე ალუბლების ხეივანში დაჭრეს...
პოეზიასავით ლიკლიკებს ;;)
არ ირწმუნო,შენც კი იცი, ეგ თვალები გვატყუებენ როგორ... აბა,ასე სად გამოვჩნდე მითხარ? შიშველი ვარ თან შეშლილიც უკვე... ვერსად ვპოვე სადედოფლო კაბა,ის, რომელიც მომპარეს და გაზაფხულზე ალუბლების ხეივანში დაჭრეს...
სალვარიძე-Salvation-მაცხოვრის ფუძე გაქვთ გვარში, მუდამ მიხარია თქვენი ლექსების კითხვა. მზის სითბოს ასხივებთ მუდამ, ახლა მთვრალი ვარ და ორმაგად კეთილი (ასე მჩვევია) მაგრამ მოკითხვა ორმაგი, ღმერთმა დაგლოცოთ, Salvari!!!!(macxovari)! +2!!!

დავიღალე, ჩამეძინა გზაში და როდესაც გამეღვიძა, დავინახე კოჭებამდე ყვავილებში ჩავურგივარ გამჩენს... გამიხარდა... გამიხარდა ისიც,როს კვირტები ამიფეთქდნენ მკერდზე და უეცრად ბროწეულის ყვავლებად იქცნენ... ახლაც ისევ ყვავილნარში ვდგავარ და მზე თავის ხელისგულზე მაცხობს... ლამის ფესვად გამოვედგი მიწას... ლამის ცამდე ავიყარე მხრები... როგორ მინდა სამუდამოდ აქ დავდო ბინა;
რა კარგად მოგზაურობ წელიწადის ყველა დროში...5555555555555555

ლალი მე შენთან მეგობრობა მსურს. ეს არაა პროზა,მაგრამ არც პოეზიაა ანუ ჩემსავით მიუსაფარია. ვერ ვჯდები ჩარჩოებში,ქარივით იქით ვუბერავ,საითაც გული მიმაქანებს. ეს ურაკის კიდევ ერთი პრობლემაა,ანუ პოეზიას და პროზას რომ არა აქვს ჟანრები. (კიდევ კარგი რომ არა აქვს,თორემ მერე მომიწევდა იმაზე თავის მტრევა,თუ რომელში დავდო ესა თუ ის ნაწარმოები უშეცდომოდ :( )
ალბათ ამასაც მოევლება.მახსოვს,ერთხელ ნიკის მივწერე,რომ არ შეიძლება მეთქი 5-6 გვერდიან სერიოზულ პროზაულ ნაწარმოებს გვერდიტ დავუყენოთ აი,ასეთი პაწაწკინტელა ცანახატი და პროზა ვუწოდოთ მეტქი...
მადლობა ყველას!

ლამაზად წერ ეს კი,მაგრამ..მოდი ერთს გეტყვი ეს ჩანახატია და ჩანახატი აიტანს ამ ''მოკეკლუცო'' ენას. მაგრამ თუ პროზაში გინდა რამე ღირებული დაწერო ისწავლე ''სადად!!!,ღრმად!!! ,ზუსტად'' !!! (მიხო მოსულიშვილის ფრაზიდან ამონარიდია)წერო.
''ზერელედ, დაღვლარჭნილად და აცდენილად უამრავი წერს''ესეც მიხოს სიტყვებია:)
კარგი გოგო ხარ,ეს ქების აბრატკა არაა .:)ასეა.ანუ სუფთა აურა გაქვს. კიდევ კითხვები გაქვს და ეძაბ ამ კითხვებზე პასუხს ეს ზოგადად.და ეს ძალიან კარგია. სწორი და ჯანსაღი პრიორიტეტები გაქვს. და რაც მომწონს კიდევ-ჯიუტი ხარ:)
გულწრფელია,ცოოტა ბავშვური.
ლამაზად წერ ეს კი,მაგრამ..მოდი ერთს გეტყვი ეს ჩანახატია და ჩანახატი აიტანს ამ ``მოკეკლუცო`` ენას. მაგრამ თუ პროზაში გინდა რამე ღირებული დაწერო ისწავლე ``სადად!!!,ღრმად!!! ,ზუსტად`` !!! (მიხო მოსულიშვილის ფრაზიდან ამონარიდია)წერო.
``ზერელედ, დაღვლარჭნილად და აცდენილად უამრავი წერს``ესეც მიხოს სიტყვებია:)
კარგი გოგო ხარ,ეს ქების აბრატკა არაა .:)ასეა.ანუ სუფთა აურა გაქვს. კიდევ კითხვები გაქვს და ეძაბ ამ კითხვებზე პასუხს ეს ზოგადად.და ეს ძალიან კარგია. სწორი და ჯანსაღი პრიორიტეტები გაქვს. და რაც მომწონს კიდევ-ჯიუტი ხარ:)
ვერსად ვპოვე სადედოფლო კაბა,ის, რომელიც მომპარეს და გაზაფხულზე ალუბლების ხეივანში დაჭრეს... იცი,მერე დავეძებდი რამდენს?სათითაოდ ვაგროვებდი მუჭში,მაგრამ მერე მომერია ქარი, გამძარცვა და სულ პეპლებად გამოფინა ალუბლების ბაღში. მეც მივსდიე გრძელი ფატით უკან და ნელნელა შევერიე ნისლებს... ახლაც დავრძწი....
იქნებ, მერე უცაბედად მიცნო,იქნებ ხელიც დამიქნიო ჩუმად,თორემ მალე დაზამთრდება კარგო და ქარიშხლებს აერევათ თავში...მეკი ვიცი ,არ მეყოფა ძალა,რომ იმასაც გავუგო და ავყვე,ჰოდა მიტომ გემალები ტყეში...ჰოდა მიტომ მივსდევ ქარებს თავქვე... შენ გგონია, მუდამ ასე მიუსაფრად ვივლი?
ძალიან ლამაზად წერ მზია,ძალიან... და სასიამოვნოდ... მოგიკითხე...