ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2008


ღამის ბოდიალი ( მეორე )

მეგონა უფლებას
ოდესმე მომცემდა
დრო, ჩუმად მეწერა...

და გადამეწერა
ცხოვრების წიგნიდან
გრძნობების კანონი,

ხანდახან ოცნების
ქაღალდის თვითმფრინავს
ქარბუქი ეწევა...

უბრალო სიყვარულს,
მოდიდან გადასულს
დასტირის გარმონი...

მე მაინც უბრალო
მოდიდან გადასულ
სიყვარულს დავეძებ,

მე მაინც უბრალო,
სარკეში არეკლილ
თვალებით გიცქერი...

სარკმლიდან მიცქერს და
მზე, თბილი ღიმილით
მაქეზებს...

ცრემლებს ნუღარ მომთხოვ-
მე ახლა შიშველი
ღიმილით გიშველი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები