ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2009


"ხეებს დასცვივდა ნოემბერი
და ღამ-ღამობით
ხმელ ფოთლებზე
ვიღაც აბიჯებს,
მგონია, რომ ეს ვიღაც შენ ხარ "

ფანჯარაში, არ ვიხედები,
ოთახში შენ არ შემოდიხარ,
ასე
ერთმანეთს ვერიდებით, დინჯი მტრებივით
მაგრამ არც თავის დავიწყების უფლებას ვაძლევთ.

მოკლედ, ასე მოვდივართ დღემდე.
დღემდე გვესმის ერთიმეორის.
დღემდე ყრს ვუგდებთ ერთმანეთის გაფაჩუნებას,

და მაშინ, როცა ერთმანეთის ფეხის ხმას ვცნობთ და
მაშინაც, როცა ერთმანეთის ფეხის ხმას ვერ ვცნობთ,
როცა ორთავეს გვამოძრავებს "დაწერილია",

უბერავს ხოლმე ცივი ქარი და ქარის ხელებს,
შენი ხელების შრიალი და ასაკი დააქვს,

ახლაც გვიანი შემოდგომაა,
აი როდესაც, ნოემბრის ქარს, შუბლს აძლევს ქალი,
მოპირდაპირე აივანის, რა კარგი ჩვევა,
მეორდება ჩვენი გულებიც,
ჩვენი არსობაც მეორდება და ქალი ამ დროს,
ნაპოლეონის ჯარებივით ცივ ქარს შეუძღვის,
შუბლისა და სიცოცხლის უმსუბუქეს სიმხურვალეში

ჩვენ კი ორთავეს, გვავიწყდება ორვე თავი.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები