ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2009


დამტოვე მარტო!

დამტოვე მარტო!
სულ მცირე ხნით
დამტოვე მარტო,
რომ ნოემბერს
მოვაკბიჩო ერთი კვირა
გემრიელ ლუკმად,
რომ სინანულს გადავაბიჯო
და მომენატრო,..
რომ მაჭრით ტვინი გავიბრუო
და დაგიძახო,
დამტოვე მარტო!
მინდა  სახლი ავურიო
ჩემი ცოდვებით,
და ავაცეკვო ეს სხეული
შენთვის შექმნილი,
რომ სიყვარულის არ შემეშინდეს
და მარტოობის,
დაგელოდო ვნებააშლილი,
ამისათვის-
დამტოვე მარტო
რომ დაგწერო ან  დაგხატო
უფრო თბილი
ვიდრე ხარ და ან მეჩვენები
-ფერმილეული,
ცოდვილ სულიდან
გამოვხვეტო ჩემი ცოდვები
აღსარების დროს უსინდისოდ
გადამალული...
დამტოვე მარტო!

უცნაურად მემტვრევა ძვლები დაღლილობისგან
და კალმის გულით დაწერილი შენთვის წერილი
-გაყვითლდა უკვე!!!

დამტოვე მარტო!
თუ გინდა რომ,
კვლავ დაგიძახო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები