ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ნოემბერი, 2009


ქალი-გორგონა

ყველას, ვინც თვლის რომ ვამპირია


ქალი - სიკვდილი...
გამოწურვა მაჯიდან სისხლის,
და მარმარილოს ქანდაკება -
წითელ ემბაზში...
მისმა თვალებმა გააცოცხლეს უცხო ლეგენდა:
ქალი - გორგონა,
ერთი მზერით გიკრავს კაბაზე...
მას არაფერი ეჩვენება, ის ეჩვენება
ამ ნაცრისფერ დღეს,
იმუნიტეტდაკლებულ ფოთლებს;
ზედმეტსახელად უნდა ერქვას მას შეჩვენება,
რადგან უმისოდ -
მტკვრის ერთ ტალღად ფასობს სიცოცხლე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები