ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2009


ჩვენც (ვუძღვნი თეატრ–სტუდია ’’მოდი ნახეს“ მსახიობებს)

ჩვენც ჩავყლაპეთ სცენის მტვერი,
გავუსინჯეთ მტვერს გემო.
სპექტაკლებიც ვითამაშეთ,
სპექტაკლები საჩვენო.
კომედიებს ვთამაშობდით
ჩვენ თეატრის სცენაზე,
ხან ლექსებსაც ვკითხულობდით,
გრიშაშვილის ენაზე.
ხან ვმღეროდით დითირამბებს,
ხან ვამბობდით შაირებს,
შევხაროდით გაზაფხულებს,
განთიადებს, მაისებს.
შემოქმედსაც ვადიდებდით,
იგავებსაც ვამბობდით,
დედაქალაქს ათასნაირ
კომპლიმენტით ვამკობდით.
ლექსებს ვთხზავდით სიყვარულზე,
ნონეშვილის ენაზე...
სპექტაკლებსაც ვთამაშობდით,
დიდ თბილისურ სცენაზე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები