ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: იუმორისტული
12 ნოემბერი, 2009


თბილისური სამეგობრო..ანუ შოთა.ანუ ბოკა,ანუ შოკა.(ერთი ჩვეულებრივი დღე)

დილის 5:45
შოთა:
-ალო,გძინავს?
-არა მატყლს ვწეწავ,ხო მშვიდობაა?
-კი.
-რა ჩირი გინდა,იცი რომელი საათია?
სისასტიკე შემეპარა ხმაში.
-"პეჩენია"არ გაქვს?-მკითხა ნერვიული ხმით.
-ხო იცი რომ არ ვეწევი,დამაძინე რა?
-შენ ქმარს არ აქვს?
-ვერ გავაღვიძებ,იყვირებს..
-კაი,კაი,პაკა დაიძინე.
-პაკა!!!
ვეღარ დავიძინე და ვფიქრობდი მასზე...ტასო ჰქვია,შოთას მეგობრები ვეძახით მისი კაცური ხასიათიდან გამომდინარე,არადა რა ლამაზია რომ იცოდეთ...
8:15
ისევ შოთა:
-ელე სად არის დედაშენი?
-აივანზე,რაღაცას წერს.
-ამ დილაუთენია?ჰკითხე აბა დიდი ხანია უჭირს?
-რა უჭირს?- კითხულობს გაოცებული ბავშვი.
-ტვინში, დიდი ხანია?
-დეეე ტასო გეძახის,კივის ელენე...
ისევ "პეჩენია" მთხოვა...
არ გაუთენდა ის დღე ბედნიერი ტასოს,ამოსული მზე ჩავუყვანე ორ წუთში...
რა ლამაზია რომ იცოდეთ...


დილა
10:20
ბოკა:
-პრივეტ,შენი ქმარი სახლშია?მობილური გამორთული აქვს.
-არა,წავიდა
-აუუუ...საქმე მქონდა.
-ხო მშვიდობაა?
-კონიაკი გაქვთ?-  სასოწარკვეთილი ხმით მეკითხება.
-კი, მაგრამ სამსახურში მივდივარ ხო იცი.
-აუ ორი წუთით ამოვირბენ რა,წავიღებ და წავალ
-ოკ-ვპასუხობ.
ამოვიდა...
-ძალიან გეჩქარება?
-ყავას დავლევ და გავალ.-მართლა მეჩქარება
-მეც მომიდუღე რა დაკუშ.უკვე ბარშია შემძვრალი,ფორთოხალიც უპოვია.
-დაგისხა?უკითხავად გამოიღო ორი ჭიქა.
-მიდი!
დავლიეთ...
აუ რა ლამაზი ხარ ტო იმენნა მაგარი ლამაზი ხარ,ახალი ჩექმა გაცვია ცვეტში ვიცი,შენ ქმარს ფული ვთხოვე და არ მაქვსო,ჩექმა ვუყიდეო,ეს არის?მაგარი გიხდება ტო,შენ ყველაფერი გიხდება ბოზიშვილი ვიყო და ეხლა მეტროში უნდა ჩახვიდე ტო?აუ ხო იცი მაყუთს რო ვიშოვი მანქანას გიყიდი,მე რა ფეხად მინდა ფული,ვინ მყავს რო?თქვენთვის მინდა ბოზი ვიყო,იცი რა მაგრად ვიქნებით ყველა?
გახსნა კონიაკმა,მე ვუსმენ,ყავს მოვრჩი...
-მე წავედი და გასაღები მარკეტში დაუტოვე ქეთის კარგი?-ჩანთა ავიღე,გავუღიმე და გავედი,ჭიქიანი ხელი ამიწია,თვალი ჩამიკრა-გაგიმარჯოსო....
უყვართ მეგობრებს ჩვენთან ყოფნა...



13:00
გვანცა:(სამსახური)
-გოგონა,ქალბატონო,გოგონაა..
-ხომ ხედავთ რიგია,მოითმინეთ,-საყვედურობს გვანცა.
გოგონა ვიაგრა გაქვთ?-კითხულობს  ახალგაზრდა მამაკაცი
-რად გინდათ?-დაიბნა გვანცა.მე სიცილი ვერ შევიკავე და მივატოვე სამუშაო ადგილი...
-შენ გკითხულობენ-მეძახიან
-გისმენთ.ვიკრიჭები
-აი,ისეთი "აჩკი" გააქ,რო ჩავიცვა და რო დებილს დავემგვანო?
-ბატონო?-თვალები დავქაჩე და წარბიც ამეწია.კითხვა გაიმეორა.
-მსახიობი ხართ?
-არა
-აბა რეციდივისტი?
-ჩუ ქალო ვიღაცა გაიგებს პატომ ბუდიტ პატრული შმატრული...
-უი,არ მაქვს,იზვინი......
დებილი იყო...


17:50
მეტრო:
-მარჯვენა მხარეს გადადით რა?-გაიწია.
-კეეთილო ბიძიებოოო,არ გატყუეეებთ ღმერთს გეფიცებით!-ხურდა არ მაქვს,
მაწვნის ქილები დამაწყვეს ფეხებზე და ვიკივლე,ბორია გადაი რომ შემოფრინდა ვაგონში,დამსვით
მეთქი და ეს ჩიტიანი ქალი მოაშორეთ აქედან თქო,ბებომ ვალიდოლი მომცა,ვერ ვიტან ჩიტებს,ფობიისმაგვარი მემართება,არ ვიცი რა ქვია მაგათ შიშს,სასტიკად მძულს!გააგდეს ბოშა...
მუზა მოვიდა,მობილური დაჯდა,კალამი არ მაქვს უბის წიგნაკი კი,რა გინდა რომ ქნა,ვაშლის გამყიდველთან დამრჩა მუზა,იქამდე მივიტანე და აწონვა- დამიკელიმ დააფრთხო სულ...
ეეხ!


18:30
კურო:
-ვა მოხვედი?აქ ვაბირჟავებდი მეთქი რომელიმე მოვა,გავიყინე რა,კოფე გააქ?
-ვისი მანქანაა?
-ჩემია ტო,ალიკამ მომცა "გამვადებით",ნახე რა "უსილიტელები" აქ,ხო მაგარია..
-კი ძალიან-ვითომ აღვფრთოვანდი.ალიკას ვალიც ჩვენი გადასახადია,გავიფიქრე.
-წამოვალ რა კოფე მინდა...
-წამო.
-რა ქენი,რაო იმან,არაო?-ქალზე ვეკითხები.
-გუშინ ვიყავი ხელი დაუჭირე ტო,მეთქი მომეცი გოგო რა?არაო,ძმასავით გიყურებ და  ეგრეო რა...-ეხ მეთქი,ბედი უნდა ყველაფერს კურო ბედიიიი...
-არადა ოდნოში საჩუქარი რო გაგიკეთე,ხო იცი,ორი მაგას გავუკეთე ტო?ტყვილა გაუკეთე,მეტი რა უნდა ბლინ!ისე დიდად არც მე მევასება,ფული აქ პროსტა და მომივლიდა,ხო იცი რა უპატრონო ვარ!
-


19:40
შოკა,იგივე "შლანგი"
-ერთი მეორე"გლაზოკი" ვერ დავაყენე,რომ დაგინახო,რამსიმაღლე ხარ გოგო.ფეხისწვერებზე ვიწევი და ვკოცნი.
-ლუდი მოგიტანე,ხო იცი შენ რომ სვავ მე ვთვრები,ყავა მინდა რა...
ქმარმა:
-ვა "შლანგი" მოსულა,გულიანად ჩაკოცნა და გავიდა..
მერე ეკა მოვიდა,მერე მაკა,მარი და ანი,მირანდა და თაკო.
-ვა იბარტყეთ?-გაიცინა ქმარმა,-ფანჯარა მაინც გამოაღეთ ტო დაიხრჩობით ამ კვამლში,ნაღდად არ ვარ თქვენი კუბოს ამწევი ხო იცით მძიმეს არ ვწევ,რას დალევთ?
-აუ მოდი რა ჩვენთან.-შეევედრა "შლანგი"
-ლუდს ამოგიტანთ და წამოვწვები,დაღლილი ვარ,ჰო,ეს ბავშვები მაინც შეიცოდეთ ამ ბოლში,გამოაღეთ რა ფანჯარა...გავიდა.
ლუდს ამოგვიტანს და დაწვება ტელევიზორთან...



00:15
შოთა:
-ალო,ჰო,პეჩენია გამიჩითე?
-კი,ბოკამ დაგიტოვა,
-კარგი,ჩამოვალ!
-ეხლა?
-ჰო,მოვდივარ.ზარს მოგცემ და გადმომიგდე
-უხ შენი,ოკ.
მოვიდა,გადავუგდე.მოწევს,დაჯდება მერე და მთელი ღამე "დისქოვერს"უყურებს,ნევროზი აქვს.
ხვალ ისევ მთხოვს და მეც უნდა ვეძიო...

არადა რა ლამაზია რომ იცოდეთ...

დილით:

დარეკავს--შოთა,
ბოკა მოვა--პახმელიაზე,
გვანცასთან--"ქიტესას" მოითხოვს ახალგაზრდა მამაკაცი,გაოცდება ისიც.
მეტროში-- ახალ ჩექმაზე დამაბიჯებენ და მე-გავლანძღავ,ბორიასაც დავაკლავ ზედ!
კურო--"უსილნიტელებით" დამაყრუებს,კოფეზე რომ დავუძახო.

მერე პირველი მოვა შოკა და ეგრევე ვიბარტყებთ......














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები