ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2009


შვილი გზაზე

მე ის დრო მახსოვს როცა ორი
ვარდისფერი და სველი ფეხით
შენ ჩემს ოთახში შემოდიოდი
რომ გაგეტანა სიძულვილი და
ლიმონის ქექრების ხროვა.
ის დრო როდესსაც არ გიყურებდი
ფანჯრიდან ჩუმად მიმავალს გზაზე,
ჰოდა იკეცდი გაბრაზებული
ნაჩუქარ კაბას მაღლა და მაღლა...
თვალს აპარებდი ზემოთ, სახლისკენ
მაშინ ძალიან გავდი საფერფლეს
რომელშიც ვყრიდი საკუთარი
არსებიდან ჩაფერფლილ ნაგავს.
მე მახსოვს როგორ გიწვავდა ენას
მწვანე ჩაი და რადგან არ გყავდი
ცივი სიტყვებით იშუშებდი
შიდა ხორკლიან, უხეშ ჭრილობებს.
როცა გინდოდა გამხსენებოდი
და შუაღამით საკუთარი ტუჩებით
ხელში შემოდიოდი, მიყრიდი თავთან.
ქოთნებს ამსხვრევდი და იმ მიწით
მივსებდი ყურებს, რომ არ გამეგო
ლაპარაკი შენც რომ იცოდი...
მე ის დრო მახსოვს, უფრო სწორედ
ამტკივდა რადგან ...ვხვდები,
ასეთ ნაჯიჯგნ და მკვდარ ცხოვრებას
სულ მპატიობდი ჯიუტად
და მპატიობ ახლაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები