| ავტორი: ნეკერა ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2009 |
ვარდნა... ფილტვებში ჩარჩენილი ჰაერის ლუკმა თავიდან აჩენს თეთრ არშიას წყლის ზედაპირზე მერე უკვე დუნე წინსვლაა... ვმარილდები და ვემსგავსები იხტიოქალებს... თითებშუა ბზარები ჩნდება... წნევა აწვება საფეთქლებს და თავის ქალაზე, უნებურად ხელებს ვიფარებ...
არადა, თითქოს...
რა მაცდურია თვითმკვლელობა, როცა ხიდთან დგახარ და ფიქრობ - რომ იქ, ქვემოთ, თბილია წყალი, რომ ჩაშვება არის იოლი, მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის, მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.
ბოლოს კი...
წყალში, თევზებისგან შემოჭმულ სხეულს, თმებში გახლართულ ყვითელ-მწვანე წყალმცენარეებს, აკირქვავებს ლაფი და შლამი... და ემსგავსები ოცნებების სასაფლაოს აღმნიშვნელ აბრას - ჰეი, გამვლელო, შეიგონე, აქ დრო ჩერდება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. ჯერ ერთი, რომ არც არაფერს უცხოენოვანი სათაური აფუჭებს. მე კიდეც მომწონს ხოლმე. თავისი აზრობრივი და ემოციური დატვირთვა აქვს. და, მეორეც, რატომ ვერ მოარგე სათაურს ქართული შესატყვისი, ნეკერა? მაგალითად, ასე არ ივარგებდა? - "იქვე, ოცნებასთან..." ან "ოცნების მიღმა", ალბათ, სხვა, ლამაზი და აზრობრივად უფრო ახლოს მდგომი ვარიანტის გამონახვაც შეიძლებოდა...
თუმცა ლექსთან ამას არც თუ ისე დიდი კავშირი უნდა ქონდეს. ლექსს კი უთუოდ - 55555 ჯერ ერთი, რომ არც არაფერს უცხოენოვანი სათაური აფუჭებს. მე კიდეც მომწონს ხოლმე. თავისი აზრობრივი და ემოციური დატვირთვა აქვს. და, მეორეც, რატომ ვერ მოარგე სათაურს ქართული შესატყვისი, ნეკერა? მაგალითად, ასე არ ივარგებდა? - "იქვე, ოცნებასთან..." ან "ოცნების მიღმა", ალბათ, სხვა, ლამაზი და აზრობრივად უფრო ახლოს მდგომი ვარიანტის გამონახვაც შეიძლებოდა...
თუმცა ლექსთან ამას არც თუ ისე დიდი კავშირი უნდა ქონდეს. ლექსს კი უთუოდ - 55555
35. წყალში, თევზებისგან შემოჭმულ სხეულს, თმებში გახლართულ ყვითელ-მწვანე წყალმცენარეებს, აკირქვავებს ლაფი და შლამი... და ემსგავსები ოცნებების სასაფლაოს აღმნიშვნელ აბრას - ჰეი, გამვლელო, შეიგონე, აქ დრო ჩერდება. წყალში, თევზებისგან შემოჭმულ სხეულს, თმებში გახლართულ ყვითელ-მწვანე წყალმცენარეებს, აკირქვავებს ლაფი და შლამი... და ემსგავსები ოცნებების სასაფლაოს აღმნიშვნელ აბრას - ჰეი, გამვლელო, შეიგონე, აქ დრო ჩერდება.
33. არც მე მგონია თე, რომ ეს ლექსი ზრდის გამოხატულებაა :) მე იგივე ვარ, უბრალოდ, არის სათქმელი, რომელიც სხვა ფორმით მოდის და ის ხელოვნურ ფორმაში არ უნდა ჩაჭედო :) ეს ასე მოვიდა და ასეთადაც დარჩა :)
კესო, მეც მგონია, მთავარია ნეკერად დარჩენა :)
არც მე მგონია თე, რომ ეს ლექსი ზრდის გამოხატულებაა :) მე იგივე ვარ, უბრალოდ, არის სათქმელი, რომელიც სხვა ფორმით მოდის და ის ხელოვნურ ფორმაში არ უნდა ჩაჭედო :) ეს ასე მოვიდა და ასეთადაც დარჩა :)
კესო, მეც მგონია, მთავარია ნეკერად დარჩენა :)
32. რაღაც სხვანაირი ხარ ამ ლექსში. მომწონს, ემოციაც აქვს და შესრულებულიც სათანადოდაა, ოღონდ სხვებს არ დაემსგავსო, ნეკერად დარჩი....:) : რაღაც სხვანაირი ხარ ამ ლექსში. მომწონს, ემოციაც აქვს და შესრულებულიც სათანადოდაა, ოღონდ სხვებს არ დაემსგავსო, ნეკერად დარჩი....:) :
31. კარგი ხარო :)
ვმარილდები და ვემსგავსები იხტიოქალებს... კარგი ხარო :)
ვმარილდები და ვემსგავსები იხტიოქალებს...
30. მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს. :-* მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს. :-*
29. განწყობა არც მე მომწონს, ნინ:-* საინტერესო ლექსია, ემოციით სავსე. თუმცა, მე ვერ ჩავთვლიდი შემოქმედებითი ზრდის ნიმუშად. ბევრად უკეთესები ვიცი შენი. განწყობა არც მე მომწონს, ნინ:-* საინტერესო ლექსია, ემოციით სავსე. თუმცა, მე ვერ ჩავთვლიდი შემოქმედებითი ზრდის ნიმუშად. ბევრად უკეთესები ვიცი შენი.
28. ზამთარში ცივია წყალი :) ზამთარში ცივია წყალი :)
27. .. მომეწონა მე ეს .. ახალია რაღაც .. .. მომეწონა მე ეს .. ახალია რაღაც ..
25. :( ემოცია ილუსტრაციად :( ემოცია ილუსტრაციად
23. მეც კიდევ მოვედი აქ... მაგადი ნეკერონე გვყავხარ შენა ;;) და არავინ გაატრაკოს სხვანაირად :)) :-* მეც კიდევ მოვედი აქ... მაგადი ნეკერონე გვყავხარ შენა ;;) და არავინ გაატრაკოს სხვანაირად :)) :-*
21. ჩემთან წავიღე,იმედია არ მიწყენ.. ჩემთან წავიღე,იმედია არ მიწყენ..
20. ვარდნა... ფილტვებში ჩარჩენილი ჰაერის ლუკმა თავიდან აჩენს თეთრ არშიას წყლის ზედაპირზე მერე უკვე დუნე წინსვლაა... ვმარილდები და ვემსგავსები იხტიოქალებს... თითებშუა ბზარები ჩნდება... წნევა აწვება საფეთქლებს და თავის ქალაზე, უნებურად ხელებს ვიფარებ...
აი, მე კი თვალები დავხუჭე და ის ემოცია რაც ამ ლექსმა მოიტანა, ისე ცხადად წარმოვიდგინე................................................. ვარდნა... ფილტვებში ჩარჩენილი ჰაერის ლუკმა თავიდან აჩენს თეთრ არშიას წყლის ზედაპირზე მერე უკვე დუნე წინსვლაა... ვმარილდები და ვემსგავსები იხტიოქალებს... თითებშუა ბზარები ჩნდება... წნევა აწვება საფეთქლებს და თავის ქალაზე, უნებურად ხელებს ვიფარებ...
აი, მე კი თვალები დავხუჭე და ის ემოცია რაც ამ ლექსმა მოიტანა, ისე ცხადად წარმოვიდგინე.................................................
19. რა მაცდურია თვითმკვლელობა, როცა ხიდთან დგახარ და ფიქრობ - რომ იქ, ქვემოთ, თბილია წყალი, რომ ჩაშვება არის იოლი, მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის, მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.
კარგი ლექსია...ეს სტროფი განსაკუთრებულად მომეწონა... რა მაცდურია თვითმკვლელობა, როცა ხიდთან დგახარ და ფიქრობ - რომ იქ, ქვემოთ, თბილია წყალი, რომ ჩაშვება არის იოლი, მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის, მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.
კარგი ლექსია...ეს სტროფი განსაკუთრებულად მომეწონა...
18. რა მაცდურია თვითმკვლელობა აჰააა...:)გეთანხმები:-* რა მაცდურია თვითმკვლელობა აჰააა...:)გეთანხმები:-*
17. ქალბატონო ნინო, გრაფიკის თქვენეულ ვერსიას სიამოვნებით ვნახავდი :)
დრო მოვიდა, მართალი ხარ, ქართულ ლექსს ქართული სათაური სჭირდება, ალბათ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვარგე :) თქვენთვის და ბერეთელისთვის კომენტარებში გავაქართულებ - ოცნებიდან ნაბიჯის დაშორებით :)
ყველას უღრმესი მადლობა. ქალბატონო ნინო, გრაფიკის თქვენეულ ვერსიას სიამოვნებით ვნახავდი :)
დრო მოვიდა, მართალი ხარ, ქართულ ლექსს ქართული სათაური სჭირდება, ალბათ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვარგე :) თქვენთვის და ბერეთელისთვის კომენტარებში გავაქართულებ - ოცნებიდან ნაბიჯის დაშორებით :)
ყველას უღრმესი მადლობა.
16. გავჩუმდებოდი ახლა მაგრამ...მინდა გაიღიმო, ძალიან მინდა! ჰოდა, ისა... სათაური გადმომითარგმნე. :) გავჩუმდებოდი ახლა მაგრამ...მინდა გაიღიმო, ძალიან მინდა! ჰოდა, ისა... სათაური გადმომითარგმნე. :)
15. შემზარავია და კარგი 5 შემზარავია და კარგი 5
14. ჰო,კიდე,მე პირადად არ მიყვარს ასეთი სათაურები...
step away from dream
ქართულადაც მიაწერეთ ხოლმე, ბრჭყალებში მაინც..
იზვინიტე:) ჰო,კიდე,მე პირადად არ მიყვარს ასეთი სათაურები...
step away from dream
ქართულადაც მიაწერეთ ხოლმე, ბრჭყალებში მაინც..
იზვინიტე:)
13. მძიმეა... 5!მაინც,ძალიან შინაარსიანია
მძიმეა... 5!მაინც,ძალიან შინაარსიანია
12. მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის, მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.
სერიოზული ლექსია მთლიანობაში
ჰეი, გამვლელო, შეიგონე, აქ დრო ჩერდება. ამ შემთხვევაში პირიქით მგონია
მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის, მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.
სერიოზული ლექსია მთლიანობაში
ჰეი, გამვლელო, შეიგონე, აქ დრო ჩერდება. ამ შემთხვევაში პირიქით მგონია
11. საინტერესოა, მაგრამ განწყობა არ მომწონს ნეკერ!!!! :-* საინტერესოა, მაგრამ განწყობა არ მომწონს ნეკერ!!!! :-*
10. მისტიურ და მაგიურ რაღაც შელოცვასავით დაწერ ნინ,ოღონდ ძალიან მშვიდს ,ზალიან დიდს და თან დამანგრეველს. გამიხსენე მაშინ:)
მისტიურ და მაგიურ რაღაც შელოცვასავით დაწერ ნინ,ოღონდ ძალიან მშვიდს ,ზალიან დიდს და თან დამანგრეველს. გამიხსენე მაშინ:)
9. არადა მე გამიჩნდა სურვილი ვიყო ეს ლირიული გმირი.
არადა მე გამიჩნდა სურვილი ვიყო ეს ლირიული გმირი.
8. დებორას დასტური . უბრალოდ ეს შენში ხდება ნინ.
მოგპარე ეს ლექსიც.
ერთადერთი ოცნებების სასაფლაო-ძალიან გაცვეთილია ნეკერასთვის. დებორას დასტური . უბრალოდ ეს შენში ხდება ნინ.
მოგპარე ეს ლექსიც.
ერთადერთი ოცნებების სასაფლაო-ძალიან გაცვეთილია ნეკერასთვის.
7. ხო...ისე დახატე...მე მგონი არავის აღარ გაუჩნდება სურვილი, ასე მოიკლას თავი...555555555 ხო...ისე დახატე...მე მგონი არავის აღარ გაუჩნდება სურვილი, ასე მოიკლას თავი...555555555
6. ნინო საყვარელო. რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება შენს შემოქმედებით ზრდაში. გრაფიკას - ცოტა ყურადღება)
+5 ნინო საყვარელო. რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება შენს შემოქმედებით ზრდაში. გრაფიკას - ცოტა ყურადღება)
+5
5. ჰო მაცდურია...:) ლექსიც,ნეკერ...
ჰო მაცდურია...:) ლექსიც,ნეკერ...
4. ვააა:) ეს რა იყო ნინაჩკა ? "მომიჭირა" ემოციამ... " მომიშვით" თორემ გავხდები ამ ლექსის პერსონაჟI:D
რა მაცდურია თვითმკვლელობა, როცა ხიდთან დგახარ და ფიქრობ - რომ იქ, ქვემოთ, თბილია წყალი, რომ ჩაშვება არის იოლი, მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის, მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.
ვააა:) ეს რა იყო ნინაჩკა ? "მომიჭირა" ემოციამ... " მომიშვით" თორემ გავხდები ამ ლექსის პერსონაჟI:D
რა მაცდურია თვითმკვლელობა, როცა ხიდთან დგახარ და ფიქრობ - რომ იქ, ქვემოთ, თბილია წყალი, რომ ჩაშვება არის იოლი, მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის, მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.
2. მაგად და განსხვავებულ შენგან :-* ასე შევაფასე წეღანაც... ;;)
მაგად და განსხვავებულ შენგან :-* ასე შევაფასე წეღანაც... ;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|