ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2009


old scenario

დღეს შენ ისეთი უმიზეზო ხარ
რომ შეგიძლია, აიყვანო საკუთარი
თავი ხელებში,
ატრიალო და ვერ უპოვო ვერსაით სახე
დღეს შენ ისეთი ცარიელი ხარ
რომ შეგიძლია ფეხები
ჩაყო შენს მკერდში და შემოგეყინოს.
შენ დღეს ისეთი დაბნეული ხარ
რომ შეგიძლია საკუთარი სული აკრიფო
აიცვა ძვლებზე და ითამაშო ადამიანი.
შენ დღეს ისეთი უჰაერობა აღმოიჩინე
რომ დიაგნოზით გაოცებულმა შეგიძლია
თავიც მოიკლა და მერე სხვებმა იწუწუნონ
რომ ძალიან ბანალურია და არ ელოდნენ.
შენ შეგიძლია აიტანო ფეხები ცაში
ზედ ამოხვიდე როგორც ყვავილი.
შენ შეგიძლია მოწყვეტა, რომ არ დაანებო
და ნება მისცე ზედ ჩამოსხდნენ მომაკვდავ ჩიტებს.
შენ შეგიძლია ყველას მიმართ გულგრილი დარჩე
და მაინც მხოლოდ სიყვარულით კვებავდე ფესვებს.
შენ შეგიძლია, მითხრა-არასდროს, მე არასოდეს მიფიქრია
რომ შემეძლო და არც მივმხვდარვარ
და გიპასუხებ, დღეს შენ ისეთი უმიზეზო ხარ
რომ შეიძლება გამეპარო მეგობარო შენი თავიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები