ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2009


საყურე

***
თუ შემოდგომა ყვითელია,
შენ რა ფერის ხარ?
ჭაღარანარევ და სველ თმაზე
გკოცნი ბავშვივით
და ზურგჩანთაში
შენს ვნებიან მზერას ვინახავ!

***
საყურე ჩემი თვალისფერი ზურმუხტებით გადაჭედილი,
დაუღალავად ელოდება შენს სუნთქვას და ცმუკავს ლეკვივით-
ჩემს კისერთან ჩემი საყურე, ეთამაშება აფეთქებულ კისრის აორტას,
ყურის ბიბილოს უსირცხვილოდ ლოკავს და გელის
გაწუწული ძაღლის ლეკვივით...

სად ხარ ამდენ ხანს!-დაიღალა შემოდგომა
ჩემი საყურეს თავხედობით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები