ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2009


გზა

აღვირი გრძნობებს და აღვირი გამოთქმებს.
საცაა იქუხებს, დაცალე ფიალა,
შხამის, და გამოცდას ერთხელაც გაუძელ.
გახდი მოთმინების ფერდობი, ფრიალო.

აიღე ურო და გაჭედე ბორკილი
რომ თავი მიიბა ამირანის ტერფთან,
შენს სულში დემონებს ლაშები აუბა -
ვეღარ მოახერხონ გესლიანი ყეფა.

ზეცა გამოართვი მხრებდაღლილ გოლიათს,
გგონია საქმნელი იოლი გექნება?
უსაზღვრო სიკეთე სიგიჟედ ჩათვალონ
და ნემსით ჩაგიხშინ ლოცვები ექთნებმა...

მაინც არ დანებდე... დაკრეფილ ჭინჭრიდან
შიშველი ხელებით თორმეტ პერანგს ქსოვდე...
გახსოვდეს - ვიწროა სამოთხის კარები
ვერ შეიპარება ვინც ქვეყნად გაქსუვდა...

აღვირი გრძნობებს და აღვირი გამოთქმებს.
საცაა იქუხებს, დაცალე ფიალა,
შხამის, და გამოცდას ერთხელაც გაუძელ.
გახდი მოთმინების ფერდობი, ფრიალო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები