ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2009


დაიგვიანე,
არ შედგა  ჩვენი გულების ზეკავშირი,
„უბლუთუსო“ მობილივით ვარ.
ჩემი გენეტიკური მეხსიერება
ერთი თაობით მეტ სივრცეს იტევს,
ვიდრე შენი.
ყველა გრძნობა შენში
ჩემდამი  გამთბარი,
ისე საიმედოდ „დაასეივე“ რომ
ჩემს სულში ვერა ვერ
გადმოვწერე.
დილის ლოცვებიდან,
მწუხრის საგალობლებსა თუ
ღამის ორგაზმებამდე
საშოვარზე გამოსული
ბორბლებზე შემდგარი ქალაქი,
ელიავას ბაზრობასავით ქაქანებს
და სიცარიელით გვფიტავს.
გაქცევით უფრო ვუახლოვდებით
ერთმანეთს,
როგორც რელსზე
ერთმანეთის გვერდზე  ჩამომსხდარნი,
მატარებლის სახიფათო მოახლოებას
რომ ვერ გრძნობენ.
შენთან შეხვედრისას
ჩემი ასაკი,
გამთბარ ხელისგულებში,
ბაბუაწვერასავით ქრება.
იმას რა ვუყო,
ნინველობის ცეცხლით ანთებული,
ბავშვობის ზღვარგაუღწეველი
შენი  სიკასკასე
ჩემს თვალებში რომ
მიბერდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს