ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2009


***


ჩაძინებული მტრედის ამოყვანას
აპირებს თითქოს,_
ხელი ისე ჩაიყო უბეში...

***
შემოდიხარ და მკრთალი კედლები
სიყვარულის
წიგნის ფურცლებს ემსგავსებიან.

***
ყვავილთა მაყრიონით
მოვიდა სიმწვანე...

***
მაღალი ღობე დუმილით
ყვიროდა:
"ჩემია!ჩემია!ჩემია!"

***
ზოგჯერ ისე უბრწყინავს თვალები,
თითქოს ეს-ესაა,
ამოიღო გულიდან ვარსკვლავები
და ქვეყანას ჩამოურიგა...

***
სამოთხის ნიავს აყოლილი
ფოთლებივით ირხევიან
თევზები მდინარეში,
ღრუბელთა შორის...

***
როგორ უხდება სამყაროს ღამე-
თითქოს ღმერთის
ჩრდილი ანათებს...

***
სიცოცხლის ყვავილოვან კალთაში
გული და გონება-
სიყვარულს შეწირული ტყუპები.

***
შენში თუ არაა,გარედან
როგორ დაგიფარავს ღმერთი?!

***
მოხუცდა დურგალი,
აღარაფერს აკეთებს,
აკვნების გარდა.

***
ერთი ძუძუ ჩვილის ტუჩებთან,
მეორე ძუძუს თავზე
სანთლის ალი შემთხვევით მოგეჩვენა?

***
მე ის ფერი ვარ,რომელიც ყველა
ფერიდან შემოგნათის
და თვითონ არა ჩანს...

***
ღრუბელს შავი ჭაღარა უხდება,
ადამიანს_თეთრი
და ბალახს_ყვითელი.

***
დიდი ხნის მერე შენს სამარესთან
ნათელი ჩრდილი რომ გამოჩნდება
და უფრო განათდება,-
ისიც ფიქრი იქნება დედისა.

***
სიცოცხლე და სიკვდილი
სიყვარულის
ხელები არიან...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები