იცი, ის დრო გამიხშირდა, როცა მოვდივარ და ვერც, შენამდე კი არა ისე საერთოდ... ჩემს ოთახში კი ძველებურად ლაგდებიან ადამიანები.. სანამ შემოვლენ ისწორებენ სახეებს- და გარს ვერ უვლიან ჩემს გამოხრულ სხეულის ყოფას. აწეული ცხვირებით და გაღიმებული ქვედა ტუჩებით- რაღაცას ბუტბუტებენ პიროვნულ სივრცეებზე. და ისე ვაჩერდები მათ, როგორც უცხო სიტყვათა ლექსიკონებს განმარტებათა გარეშე...მხოლოდ სათაური რომ გაიმედებს- გადაშლი უფრო აგრევს- დაგავიწყებს, კი არ გასწავლის. იცი, ახლა უფრო გახშირდა ხეებთან დგომა ზურგით კი არა სახით- ფესვებისაკენ ხელების შვერით, უიმედობით. შუა ოთხაში (ამათ შორის) რათქმაუნდა ისევ შენ დგახარ- და ძველებურად ნახევარსახით მოჩერებული მიჩრდილავ ყოფნას. არა, იცოდე მე სხვა ხეში შენ კი არ გაგცვლი, უბრალოდ ასე -არსებაში უნდა გამოვირო, ვინმე შენს შემდეგ... რომ მერე უფრო, მერე უფრო კარგად ვიგრძნო შენი დამწვარი სხეულის სუნი და უფესვობა. იცი ის დრო გამიხშირდა, შენ რომ გჩეხდნენ და ვერ მოვდიოდი როცა გშველიდი და ვერც... როცა ჩემს ვიწრო კაპილარებს ვაიძულებდი არ დარჩენილი სისხლიც შენთვის მოეცათ. ისინი კი გწვავდნენ...და ყველაფერი ასე დაიწყო, ერთმანეთამდე კი არა, ან ერთმანეთში -ისე...საერთოდ. სახემილაგებული ადამიანების ჩვენში შემოსვლით, რომლებიც გვისწორებდნენ ხასიათებს, გვაღიმებდნენ და მივყავდით სხვაგან, იქ სადაც იწერებიან - მხოლოდ დამაიმედებელი სათაურები შინაარსების გარეშე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სად ვიყავი აქამდე? ასე გვიან რომ ვკითხულობ შენ ლექსებს ჩემი ბრალია თუ საიტის? ჩემი, ვიცი, სამწუხაროდ, მაგრამ რა კარგი ხარ შენ... მომწონხარ შენი სიმძაფრით სად ვიყავი აქამდე? ასე გვიან რომ ვკითხულობ შენ ლექსებს ჩემი ბრალია თუ საიტის? ჩემი, ვიცი, სამწუხაროდ, მაგრამ რა კარგი ხარ შენ... მომწონხარ შენი სიმძაფრით
8. იცი ის დრო გამიხშირდა, შენ რომ გჩეხდნენ და ვერ მოვდიოდი როცა გშველიდი და ვერც... როცა ჩემს ვიწრო კაპილარებს ვაიძულებდი არ დარჩენილი სისხლიც შენთვის მოეცათ ++ იცი ის დრო გამიხშირდა, შენ რომ გჩეხდნენ და ვერ მოვდიოდი როცა გშველიდი და ვერც... როცა ჩემს ვიწრო კაპილარებს ვაიძულებდი არ დარჩენილი სისხლიც შენთვის მოეცათ ++
7. იცი ის დრო გამიხშირდა, შენ რომ გჩეხდნენ და ვერ მოვდიოდი როცა გშველიდი და ვერც... როცა ჩემს ვიწრო კაპილარებს ვაიძულებდი არ დარჩენილი სისხლიც შენთვის მოეცათ.
Самый дождливый мой воробей :) იცი ის დრო გამიხშირდა, შენ რომ გჩეხდნენ და ვერ მოვდიოდი როცა გშველიდი და ვერც... როცა ჩემს ვიწრო კაპილარებს ვაიძულებდი არ დარჩენილი სისხლიც შენთვის მოეცათ.
Самый дождливый мой воробей :)
6. გილოცავ გიორგობას :) გილოცავ გიორგობას :)
4. მისტერ მოკეტე ! : ))))))) მისტერ მოკეტე ! : )))))))
3. ცოტა დავინახე, არადა ბევრი მინდოდა:) ცოტა დავინახე, არადა ბევრი მინდოდა:)
2. დიახ დიახ შენ ხარ შენდა ამას არაფერი ეშვეება და ესააა კარგი.... დიახ დიახ შენ ხარ შენდა ამას არაფერი ეშვეება და ესააა კარგი....
1. let the songs begin let the music play
let the songs begin let the music play
|
|
მონაცემები არ არის |
|
|