ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2009


ანნა და მოდი

თქვენ საუბრობდით არა სიტყვებით,
ის - ნახატებად, თქვენ კი ლექსებად.
მადმუაზელ ანნა, გადაგავიწყდათ
ახალგაზრდული ტრფობა - ექსცესი?
არა ფოტოზე, მოგონებებში
გაგხუნებიათ დილა მზიანი -
პარიზი. კაფე მონმარტრის ბოლოს,
კუთხეში - თქვენ და მოდილიანი.
ის გიკითხავდათ ამოჩემებულ
კიდემოფლეთილ წიგნს, გატაცებით.
ეჭვიანობდა ქალივით სენა
და ტორსს ხედავდნენ თქვენში კაცები.
მადმუაზელ ანნა, მხატვრის თბილ ხელქვეშ
რატომ გითრთოდათ თხელი თითები?
იქნებ შორეულ, წითელ ქვეყანას
სძულდა გრძნობები, თქვენ რომ გითრევდათ.
მადმუაზელ ანნა... მიწა ტკბილია
მაინც გეძახდათ თქვენი ქვეყანა.
დაბრუნდით... და თქვენს ნაცვლად ლეგენდას
სახელად შერჩა - მოდი და ჟანა.
შავ სილუეტად შემორჩა ტილოს
დროში გამქრალი ის სიყვარული...

როცა ამ ნახატს ხედავდი, ჟანა,
გულს არ გიკლავდა ეჭვი ქალური?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები