| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 24 ნოემბერი, 2009 |
განწყობას ეცვა ცივი სამოსი, გარეთ კი თოვდა, უფრო ბარდნიდა. და ფანტელების უხმო ქაოსი გარეთ გამოსვლას მთხოვდა სახლიდან. და იყო თოვლი მეტყველ-მდუმარე, ჰგავდა განწირულს და მაინც მართალს. დღეს მე ვიყავი თოვლის სტუმარი, თუმცა, ის იყო მომდგარი კართან. საკვამურები ცაში უშვებდნენ სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს. და იწვა თოვლი ზამთრის ქუჩებში, როგორც შიშველი ნატურა მხატვრის...
მოწყვეტილი წამი
მთელი ღამე თოვდა თეთრად, თეთრი ფიქრი, განა თოვლი. წუთს ესმოდა წამის ფეთქვა ცხელი სუნთქვით განათბობის. აღარ ჰქონდათ გრძნობებს ჭერი, უწონადო იყო სივრცე. წამი წუთში დასაჭერი უსწრაფესად რბოდა ისევ. იდგა დილა თეთრი ღამის, ღამე გათენებად ღირდა. და დროს მოწყვეტილი წამი ცრემლის ნაცვლად წუთებს ღვრიდა... *** ღამე ჰკიდია ბოქლომივით დარდის დარაბებს, ბოლთას სცემს ფიქრი მოდეპრესიო. წინათგრძნობებმა ჩემი ოთახი ისე დანაღმეს, როგორც წესია... უტყვად ჩაბარდა სიყვარული ხსოვნის სქოლიოს, ჰგავს მარტოობა ნდობით აღჭურვილს. მგონი, სხვა გვერდით არც ვინ მყოლია, ჩემი ნატურის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვიხიბლები თქვენი ლექსებით :) +2 ვიხიბლები თქვენი ლექსებით :) +2
15. განწყობას ეცვა ცივი სამოსი, გარეთ კი თოვდა, უფრო ბარდნიდა. და ფანტელების უხმო ქაოსი გარეთ გამოსვლას მთხოვდა სახლიდან. და იყო თოვლი მეტყველ-მდუმარე, ჰგავდა განწირულს და მაინც მართალს. დღეს მე ვიყავი თოვლის სტუმარი, თუმცა, ის იყო მომდგარი კართან. საკვამურები ცაში უშვებდნენ სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს. და იწვა თოვლი ზამთრის ქუჩებში, როგორც შიშველი ნატურა მხატვრის... 555555555555555555555555555 განწყობას ეცვა ცივი სამოსი, გარეთ კი თოვდა, უფრო ბარდნიდა. და ფანტელების უხმო ქაოსი გარეთ გამოსვლას მთხოვდა სახლიდან. და იყო თოვლი მეტყველ-მდუმარე, ჰგავდა განწირულს და მაინც მართალს. დღეს მე ვიყავი თოვლის სტუმარი, თუმცა, ის იყო მომდგარი კართან. საკვამურები ცაში უშვებდნენ სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს. და იწვა თოვლი ზამთრის ქუჩებში, როგორც შიშველი ნატურა მხატვრის... 555555555555555555555555555
13. საკვამურები ცაში უშვებდნენ სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს.
ძალიან ლამაზია... საკვამურები ცაში უშვებდნენ სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს.
ძალიან ლამაზია...
12. თოვლი, ღამე, დეპრესია, მარტოობა გაცვეთილი თემები, მაგრამ მაინც ლამაზია თოვლი, ღამე, დეპრესია, მარტოობა გაცვეთილი თემები, მაგრამ მაინც ლამაზია
11. "მოდეპრესია ფიქრი" აერთიანებს ამ ლექსებს.:) კარგია სამივე. პირველი ყველაზე მეტად მომეწონა. "მოდეპრესია ფიქრი" აერთიანებს ამ ლექსებს.:) კარგია სამივე. პირველი ყველაზე მეტად მომეწონა.
10. ნაგასაკი, თუ თქვენთვის პოეზია ვირთხებთან ასოცირდება, ის დროა, წერას შეეშვათ და ზოოლოგიით დაკავდეთ. იმედია, ვირთხის შიგთავსის კვლევა უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ... ნაგასაკი, თუ თქვენთვის პოეზია ვირთხებთან ასოცირდება, ის დროა, წერას შეეშვათ და ზოოლოგიით დაკავდეთ. იმედია, ვირთხის შიგთავსის კვლევა უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ...
9. პირველი და ბოლო მომეწონა პირველი და ბოლო მომეწონა
8. სევდიანები და ლამაზები :) 555 სევდიანები და ლამაზები :) 555
7. *** ღამე ჰკიდია ბოქლომივით დარდის დარაბებს, ბოლთას სცემს ფიქრი მოდეპრესიო. წინათგრძნობებმა ჩემი ოთახი ისე დანაღმეს, როგორც წესია... უტყვად ჩაბარდა სიყვარული ხსოვნის სქოლიოს, ჰგავს მარტოობა ნდობით აღჭურვილს. მგონი, სხვა გვერდით არც ვინ მყოლია, ჩემი ნატურის... ... ყვავილლები_ქულების ნაცვლად.
*** ღამე ჰკიდია ბოქლომივით დარდის დარაბებს, ბოლთას სცემს ფიქრი მოდეპრესიო. წინათგრძნობებმა ჩემი ოთახი ისე დანაღმეს, როგორც წესია... უტყვად ჩაბარდა სიყვარული ხსოვნის სქოლიოს, ჰგავს მარტოობა ნდობით აღჭურვილს. მგონი, სხვა გვერდით არც ვინ მყოლია, ჩემი ნატურის... ... ყვავილლები_ქულების ნაცვლად.
6. ღამე ჰკიდია ბოქლომივით დარდის დარაბებს, ბოლთას სცემს ფიქრი მოდეპრესიო. წინათგრძნობებმა ჩემი ოთახი ისე დანაღმეს, როგორც წესია... უტყვად ჩაბარდა სიყვარული ხსოვნის სქოლიოს, ჰგავს მარტოობა ნდობით აღჭურვილს. მგონი, სხვა გვერდით არც ვინ მყოლია, ჩემი ნატურის... ღამე ჰკიდია ბოქლომივით დარდის დარაბებს, ბოლთას სცემს ფიქრი მოდეპრესიო. წინათგრძნობებმა ჩემი ოთახი ისე დანაღმეს, როგორც წესია... უტყვად ჩაბარდა სიყვარული ხსოვნის სქოლიოს, ჰგავს მარტოობა ნდობით აღჭურვილს. მგონი, სხვა გვერდით არც ვინ მყოლია, ჩემი ნატურის...
4. განწყობები და განწყობები... სულ ვირთხები და ვირთხები....
განწყობები და განწყობები... სულ ვირთხები და ვირთხები....
3. და იწვა თოვლი ზამთრის ქუჩებში, როგორც შიშველი ნატურა მხატვრის...
ღამე გათენებად ღირდა.
5 და იწვა თოვლი ზამთრის ქუჩებში, როგორც შიშველი ნატურა მხატვრის...
ღამე გათენებად ღირდა.
5
1. საოცრად კარგი ლირიკა ;;)
"საკვამურები ცაში უშვებდნენ სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს. და იწვა თოვლი ზამტრის ქუჩებში, როგორც შიშველი ნატურა მხატვრი"... ძალიან რთულია, ამ კონსტრუქციაში და სათქმელში არ იყო ბანალური, და ეს ლექსი სწორედ ამისი ნათელი მაგალითია.
საოცრად კარგი ლირიკა ;;)
"საკვამურები ცაში უშვებდნენ სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს. და იწვა თოვლი ზამტრის ქუჩებში, როგორც შიშველი ნატურა მხატვრი"... ძალიან რთულია, ამ კონსტრუქციაში და სათქმელში არ იყო ბანალური, და ეს ლექსი სწორედ ამისი ნათელი მაგალითია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|